მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » ეგვიპტის 15 ღმერთი
2:26 PM
ეგვიპტის 15 ღმერთი



ამონი ამონი – (ბერძნ. Ἄμμων – დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში. ანუბისი – (ბერძნ. Άνουβις) ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი).
ეგვიპტის 15 ღმერთი
ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას ("გზათა გამხსნელი”) ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში ("იდუმალი ადგილი”; "დასავლეთი”) მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული "იალუს ველად” თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით. ატონი — ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო. როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა უძღვნა ატონს ჰიმნი, რომელიც მიჩნეულია უბადლო მხატვრულ ნაწარმოებად ამ ტიპის ძველ ეგვიპტურ ლიტერატურაში. ფარაონმა ატონის განსადიდებლად "ეხნატონი” ("ეხნე-იოტ”, ე. ი. "ატონის მარგი”) დაირქვა.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ატონის გამოსახულებაა: შავარდნისთავიანი ადამიანი, შუბლზე მზის დისკოთი, მოგვიანებით – მხოლოდ მზის დისკო. ამენჰოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმების კრახის შემდეგ ეგვიპტეში კვლავ გაბატონდა ამორნის კულტი და მრავალღმერთიანობა. ბასტეტი — სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. გამოსახავდნენ კატის სახით. აგრეთვე გამოისახებოდა კატისთავიანი ქალის სახითაც. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა – ქ. ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია – სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით,ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო – მააჰესი. გები (ეგვ. Geb -მიწა) — დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. ბერძენი ქალღმერთის – გეას ორეული, ნუტის ("ცის”) ქმარი, რომლის წიაღიდანაც ადიან მზე და ვარსკვლავები, შემდეგ კი ისევ მას უბრუნდებიან დასავლეთში. გების ზურგზე დგას "შესანიშნავი ღმერთი” (მაგიური პაპირუსი ჰარისი) შუ და ხელებით აკავებს ცის თაღს "ღმერთების მეფეთა პანთეონშია, დასაბამს აძლევს ფარაონთა მეუფებას ("გების მემკვიდრეები”). მნიშვნელოვანია ეტიმოლოგიის თვალსაზრისითაც: ეგვიპტურად "გებ”, ბერძნულად "გე” სვანურად "გიმ”, "გაიმ”. (შეადარეთ: (ა)გება, (შენება, ცისკენ მისწრაფება?). გების და ნუტის შვილებია სეთი, ოსირისი, ისიდა და ნეფთისი (ვერსია:ჰოროსიც). ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ქალ-ღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ ძროხისთავიანი ქალის სახით, ასევე ძროხის და ზოგჯერ – ქალის სახით, რომელსაც თავზე ძროხის რქებს შორის მოთავსებული მზის დისკო ადგას. ჰათორი იყო რას ქალიშვილი და ჰორის მეუღლე. მისი სახელი შემდეგნაირად იშიფრებოდა – ”ჰორის სახლი.” ჰათორი მფარველობდა ახალდაქორწინებულებს და ორსულებს. იგი ითვლებოდა ოჯახური კავშირების სიმტკიცის მფარველად. ჰათორი ასევე წარმოდგენილი იყო ქალღმერთ ლომის სახით, რომლის მრისხანებისაც თავად ღმერთებსაც კი ეშინოდათ.
ეგვიპტის 15 ღმერთი
სურათი გადაღებულია ლუქსორის მუზეუმში ჰოროსი (ეგვ-ბერძ "შორეთი”, "ცის მიჯნა”) — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი. შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს (ეგვიპტური ბუბასტიდი), მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ეგვიპტელთა წარმოდგენით ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, თვალებად ესხა მზე და მთვარე, იცავდა ქალღმერთი სელკეტი, რომელსაც დიდი მორიელის სახე ჰქონდა, ხშირად გაიგივებული ჰყავდათ სხვა ღმერთებთან: მინ-ჰოროსთან, ბეს-ჰოროსთან, ხონს-ჰოროსთან. ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მეფის ძალაუფლების სიმბოლოცაა, უპირისპირდება თავის ბიძას სეთს, რომელიც ერთი ვერსიით ოსირისის ძმაა, სხვა ვერსიით ოსირისის (მკვდარ მეფე-ღმერთის) შვილი, და მაშინ ჰოროსის ძმა. ტახტისთვის ბრძოლა მთავრდება ჰოროსის გამარჯვებით სეთზე. ეს მოგვაგონებს ზევსის და ტიფონის ბრძოლას. ისიდა, იგივე ისისი, ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა. ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრსიტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს. ხონსუ, ხონსი (ეგვ. "მოარული”) — ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი, სამების მესამე წევრი.: მამა – ამონი, დედა – მუტი, შვილი ხონსი. ესაა ქალაქ თებეს დიდი სამება, განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემის საგანი იყო რამზეს III-ს დროს (მე-20 დინასტია). ხატავდნენ და აქანდაკებდნენ ზეზე მდგარი მამაკაცის სახით, შუბლზე მთვარის დისკო ჰქონდა. ამონის-ძე სხვა ღმერთბეშიც გათქვიფეს (ჰოროსი, თოთი, შუ), როგორც ღმერთთა შემწე და მრჩეველი, ბოროტების მტერი. მისი დიდი ტაძარი კარნაკში (ძვე. წ. აღ-ით 1290 წ.). ჩინებულად გადაურჩა საუკუნეთა ქარტეხილს, და თუმცა, სიდიდით იმდენად არ გამოირჩევა (52 მეტრი სიგრძის დარბაზი), შესანიშნავია მისი "სხივოსანი არქიტექტურა, კედლებისა და სვეტების რელიეფური სამკაულები, ქანდაკებათა რიგის ძალა და ღირსება”. შუმერულ მითოლოგიაში ენლილისა და ნინლილის ძე ნანარი, შუქის ღმერთი, ციურ საძოვრებზე დადის, თანავარსკვლავედები დაჰყვებიან როგორც საძოვარზე გაშვებული ხატები, წვრილი ვარსკვლავები კი ტატნობზე მიმოფანტული მარცვლებია. ეს წარმოდგენები საფუძვლად უდევს შუმერ-აქადური კოსმოგონიის საოცარი კალენდრისა და ზოდიაქოს უძველეს ნიმუშებს. ოსირისი — „დასავლეთის ქვეყნის" (საიქიოს) მმართველი ღვთაება ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. გადმოცემით მისმა ძმამ სეთმა იგი მოკლა და დაანაწევრა რის შემდეგაც 15 ადგილას გადამალა მისი სხეულის ნაწილები. მისმა ცოლმა ისიდამ ანუ ისისმა მისი ნაწილები იპოვა და გააცოცხლა
ეგვიპტის 15 ღმერთი
ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ: „მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია", „არ მიქურდავს", „არ მიყაჩაღია", „არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია", „არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია", „სუსტი არ დამიჩაგრავს". ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა. რა (რე) – ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს "მზეს”.
ეგვიპტის 15 
ღმერთი
სებეკი(სობეკი) — ნიანგის თავით გამოსახული წყლის ძველეგვიპტური ღმერთი. მისი თანხვედრა ხდება მიწის ღმერთ გებთან, მზის ღმერთ რასთან სებეკ-რას ფორმით და ოსირისთან. სებეკს თაყვანს ძირითადად ფაიმში და მერიდის ტბის ნაპირებზე, კომ-ომბოში (ომბოსი) სცემდნენ. ასევე კროკოდილოპოლსა (ნიანგთქალაქი) და წყალთან ახლომდებარე ადგილებში. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელებული იყო შუა სამეფოს დროს. ზოგიერთი ფარაონი, რომელსაც რეზიდენცია ფაიუმში ჰქონდა, სებეკთან დაკავშირებულ სახელს ატარებდა, მაგალითად, სებეკჰოტეპი ან ნეფრუსებეკი.
ეგვიპტის 15 ღმერთი
სეთი — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთი. ის წარმოადგენს ომის და ბოროტების განსახიერებას.
ეგვიპტის 15 ღმერთი
სეთი არის ღმერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ვირთხის თავი.მან მოკლა თავისი უფროსი ძმა ოსირისი და მისი სხეულის ნაწილები მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტა,მაგრამ მოგვიანებით ის ისიდამ გააცოცხლა. მას ასევე ჰყავდა მშობლები გება — ძველი მიწის ღმერთი და ნუტი — ცის ქალღმერთი. შუ (ეგვ. "სიცარიელე”, იგივეა, რაც ბერძნული – ეოსი, აპოლონი)— მზით გასხივოსნებული სივრცის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალღღმერთ ნეფთისის ძმა, ტეფნუტის ქმარი, მზის ღმერთ რას (რეს) ან ატუმის ძე.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ატუმ-რამ (გაიგივებული შემქმნელი ღმერთების ერთსახეობა) ეს და-ძმა შექმნა უშუალოდ თავისი თავიდან, ქალის გარეშე, როგორც ზევსმა ათენა. შემდეგ შუმ ეგვიპტურ კოსმოგონიაში შეასრულა ძალზე დიდი საქმე, რაც სხვა დროსა და რეგიონში სრულქმნა პოლინეზიელთა ღმერთმა ტანე-მახუტამ (იხ. პოლინეზიური მითოლოგია): პირველმა გაყო დედ-მამა, ცა და მიწა. მხრებით აზიდა ცის თაღი, ხელ-ფეხით მიწას (დედას) დაებჯინა და გააჩერა. ცა იყო ნუტი, მიწა – გები (კები). ცათა მეუფე ხელებით აკავებდა ციურ ძროხას, რომელზედაც მეფობის დასარულს მზის ღმერთი რა დაჯდა. შუ განსახიერებაა შუქის, უფრო შუადღის მზისა, მტერთა შემმუსვრელია სხივთა შუბით. რას შემდეგ შუ მიიჩნეოდა ცისა და მიწის, ზღვათა და ქვესკნელის ჩინებულ ღმერთად, რომელიც მრავალათასწლოვანი მეუფების შემდეგ ცად ამაღლდა. გამოსახულებებში დამჯდარი კაცი, ხელები მაღლა აუწევია, ცის თაღს აკავებს ან ლომისთავიანი კაცია ან მთლიანად ლომი, ომის ღმერთ ანხურის თანხლებით დგას ან ლომებს მოჰყავთ ეტლით, რასაც ტახის სახე აქვს. სარკოფაგზე ცას ეჭიდება, რომ ასწიოს დედამიწიდან. ქანდაკებებზეც იგივე მოტივია, ცას შესდგომია, როგორც შემდეგ ბერძენთა ატლანტი. ტინისში ბერძენ თოთთან და ხონსთან ერთად სცემდნენ თაყვანს. ასევე ნილოსის დელტასთან. შუს ორეულია ომის ღმერთ ანხური ("ცის შემკავებელი”). შუ ცხრა ჰელიოპოლისელ ღმერთთა პანთეონის წევრია. ღმერთების დინასტიის ჟამს ეგვიპტესაც განაგებდა. საერთოდ, ჰაერის, შუქისა და სუნთქვის ღმერთიცაა, ე.ი. სიცოცხლის წყარო. შეერია სხვა ღმერთებს (ჰოროსს, ხონსს) თოტი (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) იბისის თავიანი სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი" მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ან დჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი.
ეგვიპტის 15 ღმერთი
ბერძნულ მითოლოგიაში თოტს შეესაბამება ჰერმეს ტრისმეგიცტოსი. იმედია მოგეწონათ. გთხოვთ შემიფასეთ








კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 6700 | დაამატა: allfile | ტეგები: მითოლოგია, ჰოროსი, ხონსუ, ჰატჰორი, თოტი, ბასტეტი, ჰერმეს ტრისმეგიცტოსი, გები, ისიდა, ხონსი | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar