მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » "საქართველოს ბანკი" წლის ბოლომდე 30 000 "American Express" - ის საკრედიტო ბარათის გამოშვებას გეგმავს
1:15 PM
"საქართველოს ბანკი" წლის ბოლომდე 30 000 "American Express" - ის საკრედიტო ბარათის გამოშვებას გეგმავს


"საქართველოს ბანკი" მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 "American Express" - ის საკრედიტო ბარათის გამოშვებას გეგმავს.

ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ბანკს 15 000-მდე "American Express" - ის ბარათი აქვს გაყიდული.

"American Express" - ის საკრედიტო ბარათის გაყიდვები დღითიდღე იზრდება. ივნისში გაყიდვების რიცხვმა 3 000-ს მიაღწია. ივლისი-აგვისტო შედარებით პასიური პერიდია და უკვე სექტემბრიდან, ვფიქრობთ, გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა გილაურმა.

ცნობისთვის, დღეს "საქართველოს ბანკმა" და "American Express" - მა ბაზარზე ახალი საკრედიტო ბარათის "American Express Blue Card" გამოშვების შესახებ განაცხადეს.









კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1317 | დაამატა: allfile | ტეგები: American Express Blue Card, pirweli.com.ge, American Express, საკრედიტო ბარათი, საქართველოს ბანკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar