12:21 PM გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო | |
16 მაისს გამთენიისას, ჰიუსტონში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო – Black Sabbath–ის, Rainbow–ს და Elf–ის ყოფილი ვოკალისტი და ლიდერი თავისივე სახელობის სოლო პროექტისა. ამის შსახებ მუსიკოსის მეუღლე ვენდი დიომ განაცხადა. მისი თქმით, დიო დაახლოებით დილის 8 საათზე გარდაიცვალა. ვენდი დიო ასევე აღნიშნავს, რომ ახლობლებმა და მეგობრებმა მუსიკოსის გარდაცვალებამდე მასთან გამომშვიდობება მოასწრეს. 2009 წლის ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა დიოს კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო მანამდე მან დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი კონცერტი ავადმყოფობის გამო გააუქმა. დეტალებზე მაშინ არაფერი თქმულა. რონი ჯეიმს დიო (ნამდვილი სახელი – რონალდ ჯეიმს პადავონა) 1942 წელს დაიბადა. მისი მუსიკალური კარიერა 50–იანი წლების ბოლოს დაიწყო. 60–იან წლებში მან შქმნა ჯგუფი სახელწოდებით Elf, რომელიც შემდეგ Rainbow–დ გარდაიქმნა და რომელშიც გიტარაზე Deep Purple–დან წამოსული რიჩი ბლეკმორი უკრავდა. მოგვიანებით დიომ Black Sabbath–ში ოზი ოზბორნი შეცვალა. 1982 წელს მან ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი, სახელწოდებით Dio, რომელთან ერთადაც 10 ალბომი ჩაწერა. რონი ჯეიმს დიო, ასევე, მონაწილეობას იღებდა სუპერ–ჯგუფ Heaven And Hell–ში, სადაც მასთან ერთად იყვნენ Black Sabbath–ის მუსიკოსები ტომი აიომი, ჰიზერ ბატლერი და ვინი ეპაისი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |