მთავარი » 2010 » ივლისი » 20 » ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის
2:27 PM
ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaროგორც
დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ჩინეთი საიდუმლოდ აძლიერებს ქვეყნის
ბირთვულ არსენალს და ამასთანავე ბირთვულ ზესახელმწიფოებსა და იმ ქვეყნებს
შორის ლავირებას განაგრძობს, რომლებიც ბირთვულ იარაღს არ ფლობენ.

ამგვარად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ”ბირთვული ტრიადის საზღავო
კომპონენტს” ქმნის, განაცხადა ИМЭМО РАН-ის (რუსეთის მეცნიერებათა
აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი)
განიარაღებისა და კონფლიქტების დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა
ალექსანდრ პიკაევმა.


”ამერიკის თანამგზავრებმა ორი მშენებარე წყალქვეშა ნავი დააფიქსირეს 12
გამშვები მექანიზმით. გამორიცხული არ არის, რომ ბალისტიკური რაკეტები
საბრძოლო ქობინების გადასაზიდად გამოიყენონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის
პოტენციალი ერთბაშად ასობით საბრძოლო ჭურვით გამდიდრდება. პერსპექტივა
საგანგაშოა”, - პიკაევის სიტყვებს "Независимая
газета"
უკეთებს ციტირებას.


საერთო ჯამში, როგორც რუსი ექსპერტი, ასევე დასავლელი ანალიტიკოსები
დარწმუნებულნი არიან, რომ ჩინეთი ქვეყნის ნამდვილ ბირთვულ პროგრამას
მალავს. როგორც ცნობილია, 3 მაისს ნიუ-იორკში ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის პრობლემის შესახებ კონფერენცია უნდა გაიმართოს.


კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა
ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთის ბირთვული არსენალის ამჟამინდელ
მდგომარეობასა და ამ სფეროში ქვეყნის ხელმძღვანელობის სამომავლო სტრატეგიას
ეძღვნება, წერს Reuters.


სტოკჰოლმის ინსტიტუტის ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკა ბირთვული შეიარაღების განვითარების შეწყვეტის
მოწოდებებს არ გაითვალისწინებს და ბირთვული არსენალის შემცირებას მოსკოვისა
და ვაშინგტონისგან მოითხოვს. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ამგვარ პოზიციას
ჩინეთი უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებს.


 


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

მასალის წყარო: A m b e b i . G e








კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1393 | დაამატა: allfile | ტეგები: ИМЭМО РАН, Независимая газета, ng.ru, NEWSru.com, Reuters | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 F-22 • 8:04 PM, 2014-04-11
ჩემი აზრით დღეს ჩინეთს რუსეთზე ძლიერი არმია ჰყავს და ალბათ მალე აშშ-საც გადაუსწრებს შეიარაღებით
ComForm">
avatar