მთავარი » 2010»ივლისი»17 » Microsoft-ის დამაარსებელი მთელს თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს
3:48 PM
Microsoft-ის დამაარსებელი მთელს თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს
დებას მოახმარს
კორპორაცია Microsoft-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პოლ ალენი გარდაცვალების შემდეგ თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს, - აცხადებს Reuters. ალენი, რომლის ქონება 13,5 მლრდ დოლარად ფასდება, კომპანიაში 1983 წლიდან აღარ მუშაობს. მაშინ მას ლიმფომა აღმოუჩინეს.
2009 წლის ნოემბერში 57 წლის ალენს ლიმფომა კვლავ დაუდგინეს, რისთვისაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ალენი პლანეტის 50 უმდიდრესი ადამიანის სიაში შედის. მას ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც ბიზნესმენმა მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო, ალენი ასევე ფლობს ამერიკული ფეხბურთის გუნდსა და აფინანსებს კოსმოსური ხომალდის შექმნას.
ცოტა ხნის წინ თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებისთვის Microsoft-ის კიდევ ერთმა დამაარსებელმა ბილ გეიტსმაც გაიღო.