მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » პამელა ანდერსონს საკუთარი სხეულის ვეგეტარიანული მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალეს
3:07 PM
პამელა ანდერსონს საკუთარი სხეულის ვეგეტარიანული მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალეს

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaკანადაში
ვეგეტარიანული სარეკლამო პოსტერი, რომელზეც პამელა ანდერსონი იყო
გამოსახული, "სექსისტურობის" გამო აკრძალეს, იტყობინება Sky News.
სარეკლმაო პოსტერზე, რომელიც ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ
შექმნა, ანდერსონი ნაწილებად იყო დაყოფილი და სხეულის თითოეულ მონაკვეთზე
ინგლისურ ენაზე ეწერა: "ბარკალი", "ნეკნები" და ა.შ.

რეკლამის
სლოგანი იყო - "ცხოველებსაც სხეულის ასეთივე ნაწილები აქვთ". PETA
იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პოსტერს მხარს
დაუჭერდნენ. პოსტერის გამოფენას PETA მონრეალის ცენტრში, ჟაკ კარტიეს
მოედანზე აპირებდა, თუმცა უარი მიიღო.

ხელისუფლებამ რეკლამა
აკრძალა, რადგანაც ის "ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის
პრინციპს" ეწინააღმდეგება. თუმცა თავად პამელამ განაცხადა, რომ კანადისგან
ამგვარ "პურიტანიზმს" არ ელოდა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ
პროგრესულობით ცნობილ ქალაქში ქალს საკუთარი სხეულის გამოყენებას კეთილი
მიზნებისთვის უკრძალავენ, ჩვენ ხომ ამგვარად ქათმებისა და ძროხების ტანჯვის
გაპროტესტება გვსურდა", - განაცხადა მოდელმა.

PETA-ს
ვიცე-პრეზიდენტმა დენ მეთიუსმა აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებას
"სექსუალურისა" და "სექსისტურის" მნიშვნელობები ერთმანეთში აერია.

მომზადებულია
lenta.ru-ს მიხედვით.









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1287 | დაამატა: allfile | ტეგები: Pamela Anderson, ძუძუ, PETA, dzudzu, ძუძუები, პამელა ანდერსონი, სექსისტურობა, Sky News, pamela andersoni, dzudzuebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar