მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » რუსებმა ახალი ტანკი Т-95 გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეაფასეს
2:56 PM
რუსებმა ახალი ტანკი Т-95 გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეაფასეს

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaრუსეთში, ნიჟნი
ტაგილში გამართულ გამოფენაზე ”თავდაცვა 2010”  საბრძოლო ტანკის Т-95-ის
დახურული ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ИТАР-ТАСС-ს სამხედრო-ტექნიკური
მხარდაჭერის ფედერალური სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ბირიულინმა
განუცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანების სია, რომლებსაც ახალი ტექნიკის
ნახვის ნება დართეს, ”როსობორონექსპორტის” მიერ მკაცრად იყო განსაზღვრული.

ახალი
რუსული ტანკი Т-95, რომლის შექმნაზე ”ურალვაგონზავოდი” მუშაობს, ამ
დროისთვის რუსეთის შეიარაღებაში არსებული Т-90-ისგან შედარებით დაბალი
სილუეტით, დისტანციურად მართული კოშკურითა და ეკიპაჟისთვის გამიზნული
სპეციალური ჯავშნის კაპსულით განსხვავდება. ეს უკანასკნელი ტანკის ცოცხალი
ძალის მეტ უსაფრთხოებას განაპირობებს.

ამ კონსტრუქციულმა
გადაწყვეტილებამ ინჟინრებს საშუალება მისცა, შეემცირებინათ ტანკის
მოცულობა, რაც ბრძოლის ველზე მას უფრო შეუმჩნეველს გახდის. ახალი რუსული
ტანკის სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია
ჯერჯერობით დახურულია.

სავარაუდოდ, ტანკის წონა 55 ტონა იქნება.
Т-95 იგევე ”ობიექტი 195” 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს განავითარებს, ტანკი
წარმოდგენილი იქნება 152 მმ-იანი იარაღითა და საზენიტო მართვადი რაკეტებით,
ასევე 7,62 კალიბრისა და 14,5 მმ-ის ტყვიამფრქვევებით. გამორიცხული არაა,
Т-95-ს დინამიური დაცვის კომბინირებული ჯავშანი ჰქონდეს.

საერთოდ
კი, ახალი ტანკის ბედი ჯერ კიდევ სათუოა, რადგან წელს აპრილში რუსეთის
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო უწყებამ Т-95-ის
პროექტის დაფინანსება გადაიფიქრა, თუმცა თავად მწარმოებლები იმედოვნებენ,
რომ ”ობიექტ 195”-ზე მუშაობის შეწყვეტა დროებითი იყო და შემკვეთნი ამ ახალი
ტანკის საკითხს კვლავ მიუბუნდებიან.

მასალის წყარო: A m b e b i . G e








კატეგორია: არსენალი | ნანახია: 1799 | დაამატა: allfile | ტეგები: რუსებმა ახალი ტანკი Т-95 გასაიდუმლო, Т-95, ИТАР-ТАСС, Т95, т-90, lenta.ru | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar