მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » როდის და რატომ მწვავდება ნეიროდერმიტი
2:48 PM
როდის და რატომ მწვავდება ნეიროდერმიტი


WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaკანის
ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ნეიროდერმიტი, რომელიც გაზაფხულსა და
ზაფხულში მწვავდება. მის სიმპტომებსა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება
თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ექიმი იოსებ
კობახიძე
:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რომ
ამჟამად "ნეიროდერმიტი", "დიათეზი", "კონსტიტუციური ეგზემა" და ზოგიერთი
სხვა ტერმინი აღარ იხმარება - ამ დაავადებებს სახელწოდება "ატოპიური
დერმატიტი" აერთიანებს. ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს ქრონიკული
მიმდინარეობა, ძლიერი ქავილი, ეგზემური კანი. უმეტესად ბავშვობაშივე
იწყება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, პირველად მოწიფულ ასაკში იჩინოს
თავი.

მას ახასიათებს ისეთი მყისიერი (ტიპი 1) ჰიპერმგრძნობელური
რეაქციები, როგორიც გვხვდება ბრონქული ასთმისა და კვებითი ალერგიის დროს.
ამ დაავადების დროს თავს იჩენს სამი ძირითადი სიმპტომი - კანის სიმშრალე,
ქავილი, ანთება.

- რა ამწვავებს ამ დაავადებას?
-
ზუსტი მიზეზი უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა ცხელი წყლის
აბაზანები, რომლებიც ხელს უწყობს კანის გამოშრობას, ასევე - კონტაქტი
ქიმიურ ხსნარებთან, დეზოდორანტების, თამბაქოს მოხმარება და ტემპერატურის
ხშირი ცვალებადობა.

- რა ასაკში აღინიშნება ნეიროდერმიტი?
-
უმთავრესად ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს და ხუთ წლამდე
გრძელდება, თუმცა ისიც შესაძლოა, უფრო გვიან გამოვლინდეს და გაცილებით
რთულად განვითარდეს.

- როდის შეიძლება გამწვავდეს ეს
დაავადება? თუ კლიმატურ პირობებს მნიშვნელობა არ აქვს?

-
დაავადება მწვავდება გაზაფხულსა და ზაფხულში, განსაკუთრებით - მცენარეებთან
კონტაქტის შემთხვევაში. ამ დაავადების მქონე პაციენტებს რომელიმე
კონკრეტული მცენარის მიმართ კი არ აქვთ გამოხატული მკვეთრი რეაქცია, არამედ
სხვადასხვას მიმართ, ინდივიდუალურად.

- რას ითვალისწინებს
ნეიროდერმიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა?

- პროფილაქტიკა
საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ის გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ
დაავადების გამწვავება. პროფილაქტიკა გამოიხატება კანის მუდმივი
დატენიანებით. დაბანის შემდეგ საჭიროა ისეთი კრემის წასმა, რომელიც კანს
სინოტივეს შეუნარჩუნებს. ასეთი პაციენტები უნდა ერიდონ შალის ქსოვილთან
კონტაქტს, ასევე - კონტაქტს ცხოველებთან. ინიშნება განსაზღვრული მალამოები -
მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. კარგია ზღვის აბაზანები.

ლიკა
კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)










კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 2356 | დაამატა: allfile | ტეგები: ჰიპერმგრძნობელური რეაქცია, ioseb kobakhidze, იოსებ კობახიძე, ioseb kobaxidze, neorodermiti, ნეიროდერმიტი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar