მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » კალაძე დემეტრაძისთვის: "გიორგის ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დროც არ ექნებოდა"
1:35 PM
კალაძე დემეტრაძისთვის: "გიორგის ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დროც არ ექნებოდა"

Ambebi.Geსაქართველოს
ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრისა და
ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი დემეტრაძის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია
მოაწყო. იტალიური "მილანის" მცველმა ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო
დარბაზში მიიწვია ჟურნალისტები.

შეხსენებისთვის, დემეტრაძე
რამდენიმე დღის წინათ დააკავეს სამართალდამცავებმა, ბრალდება კი ასეთია –
ქურდულ სამყაროსთან კავშირი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს
ნაკრების ყოფილ ფორვარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კალაძემ
წარმოადგინა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის,
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის
სახელზე.
ჯერ ამ მიმართვის ტექსტს გთავაზობთ:

"საზოგადოებისთვის
ცნობილი გახდა ჩვენი ნაკრების ყოფილი წევრის, გამოჩენილი თავდამსხმელის,
ჩვენი მეგობრის, გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მას ბრალს სდებენ
ქურდულ სამყაროსთან კავშირში, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი დემეტრაძე 16 წლის
ასაკში მოვიდა ქართულ ფეხბურთში და ძალიან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო
პროფესიონალი ფეხბურთელი, ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი. მან მრავალჯერ
ასახელა თავისი ქვეყანა.

არაერთი ქვეყნის სტადიონზე თავისი
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა თავდაუზოგავი შრომით,
დისციპლინითა და პატიოსნებით. იგი ყოველთვის გრძნობდა უდიდეს
პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის და გულშემატკივრის წინაშე. ამ
თვისებებიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ, მოგმართოთ თხოვნით: ჩვენ
ვხედავთ და დადებითად ვაფასებთ კორუფციასთან და შავ სამყაროსთან
სახელმწიფოს ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ეს დადებითად აისახება მომავალი
თაობის სწორად ფორმირებაში, მაგრამ ამასთან ერთად, უმორჩილესად გთხოვთ,
გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში და
კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს
გიორგი დემეტრაძეს, კვლავაც ემსახუროს ქართულ ფეხბურთს.

"უღრმესი
პატივისცემით"
მიმართვას ხელს აწერს 37 ადამიანი, თუმცა, კალაძის თქმით,
მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. ხელისმომწერთა შორის არიან
ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის ხელმძღვანელები (მათ შორის, პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა,
ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე...)
და არასაფეხბურთო სფეროს სახეები – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მომღერლები
კახა ცისკარიძე და სტეფანე მღებრიშვილი, დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე და
სხვები...

კალაძემ რამდენიმე საინტერესო კითხვასაც უპასუხა:

-
ეს მიმართვა პოლიტიკურ პარტიების რეკომენდაციით ხომ არ შეიმუშავეთ?

-
არანაირი პოლიტიკური სარჩული აქ არაა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ მივცემთ
ასეთ მიმართულებას.

- დემეტრაძე დამნაშავედ არ მიგაჩნიათ?
-
გიორგი მოხვდა გაუგებრობაში. მე არასოდეს მომისმენია მისი საუბარი ქურდული
სამყაროს წარმომადგენლებთან.

- ანუ, მათთან კავშირი
არასოდეს ჰქონია?

- დემეტრაძე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და
საამისოდ, ელემენტარულად, დრო არ დარჩებოდა.

- და ამჯერად
მის გათავისუფლებას ითხოვთ?

- დიახ. თუ საჭირო იქნება, მე და
ჩემი ოჯახი დავუდგებით თავდებად.
პრესკონფერენციაზე იყვნენ ცხინვალის
"სპარტაკის" ხელმძღვანელები და მწვრთნელები, ასევე საქართველოს ნაკრების
ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი. სხვათა შორის, კალაძის მიმართვას
ხელს აწერს "სპარტაკის" პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც. შეხსენებისთვის,
"დემე" ბოლოს სწორედ "სპარტაკში" თამაშობდა.

მურთაზ შელია
(ცხინვალის "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი, ნაკრების ყოფილი მცველი): ჩემი
თქმა რად უნდა, რომ გიორგი დემეტრაძე კარგი ადამიანია. ის არ იყო შავი
სამყაროს წარმომადგენელი და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.

-
რამდენადაც ვიცით, ბოლო პერიოდში დემეტრაძე "სპარატკიდან" წამოსული იყო...

-
დიახ. უცხოეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

ნასალის წყარო:
 ილია
ნანობაშვილი
 ”მსოფლიო სპორტი”

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1179 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar