მთავარი » 2010 ივლისი 16 » მწვანე პამიდვრის მწნილი
4:34 PM მწვანე პამიდვრის მწნილი | |
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები და გავრეცხოთ ცივ წყალში. კასრში, თიხის ან მინის ჭურჭელში ჩავაფინოთ გათუთქული ოხრახუშისა და ნიახურის ფოთლები; შემდეგ ჩავაწყოთ პამიდვრები და შიგადაშიგ ჩავამატოთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები, კამა, დაჩეჩქვილი ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. ამრიგად ჩაწყობილი პამიდვრებით გავავსოთ ჭურჭელი და დავასხათ მარილით შეზავებული მოდუღებული და გაციებული წყალი, ისე რომ პამიდორს ფარავდეს. დავახუროთ თავი, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ გრილ ადგილას. მასალა:
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |