ბელმონდოს
ახალმა საყვარელმა ქალმა ბარბარა განდოლფმა, 33 წლის ბელგიელმა
ბიზნეს-ლედიმ, უკვე ხანდაზმული მსახიობი სიცოცხლეს დაუბრუნა. მათ ერთმანეთი
2008 წლის ზაფხულში გაიცნეს, ქვიშიან სანაპიროზე. მას მერე ყველგან ერთად
ჩნდებიან. თუმცა ახლახან ამ ქალბატონით პოლიცია დაინტერესდა.
შარშან
ბელმონდო უკვე დაკითხეს სხვა ამბის გამო, რომელშიც ბარბარა იყო გარეული -
მას ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ.
კომპეტენტური წყაროს ცნობით, ამჯერად ბელგიური ქალაქ ბრიუგეს პოლიციამ
ბარბარას ახლახან შეძენილი უძრავი ქონება და ნაღდი ფული აღმოუჩინა.
სამართალდამცველებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ეს ყოველივე ქალბატონმა
პატიოსანი გზით იშოვა.
თანხები დიდი არ არის, თუმცა მათი
წარმომავლობა ბუნდოვანია. "უკვე არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ
ახალგაზრდა ქალის რეალური ზრახვების შესახებ გვამცნობს", - ამბობს
მსახიობის ერთ-ერთი ახლო მეგობარი. თუმცა ჟან-პოლი კვლავინდებურად
შესციცინებს თავის მზეთუნახავს და გულწრფელად სჯერა მასზე 44 წლით უმცროსი
ბარბარას სიყვარულის.
ბელმონდო ორჯერ იყო ოფიციალურად
დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან, რომელიც 1966 წელს დაირღვა, სამი
შვილი ჰყას. მეორედ კი ყოფილ მანეკენ ნატიზე იქორწინა. 2003 წელს წყვილს
ქალიშვილი შეეძინა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)