მოტოციკლეტების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია – Horex–მა შეიმუშავა ახალი მოტოციკლი – VR6, რომელიც 2011 წლის დასაწყისში გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიყიდება, ხოლო რაც შეეხება ევროპისა და ამერიკის სხვა დანარჩენ ქვეყნებს, კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში მათ უზრუნველყოფასაც. სიახლის ძრავის ზომა 1218 სმ3–ია, სიმძლავრე 197 ცხენის ძალა, ხოლო წონა 240 კგ–ს შეადგენს. რაც შეეხება საფასურს, ალბათ ძალზედ „მომხიბვლელია" იგი, რამდენადაც VR6–ის ფასი 20 000 ევროს შეადგენს.