მთავარი » 2010 ივლისი 8 » აშშ-ში კომპიუტერის რბილი მაუსი გამოიგონეს
7:56 PM აშშ-ში კომპიუტერის რბილი მაუსი გამოიგონეს | |
აშშ-ში
კომპიუტერის მრგვალი ფორმის, რბილი მაუსი გამოიგონეს. მწარმოებლის მტკიცებით, მაუსის ფორმა და ზედაპირი მას ტრადიციულ მოდელზე უფრო კომფორტულს ხდის. ახალი მოდელის შექმნას საფუძვლად დაედო ამერიკელთა შორის ჩატარებული გამოკითხვა. როგორც გაირკვა, რესპონდენტთა 67 პროცენტი უარს არ იტყოდა მაუსის უფრო კომფორტულ მოდელზე, რაც გაზრდიდა მათ პროდუქტიულობას და კრეატიულობას. გარდა ამისა, გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ ახალი სამღილაკიანი მაუსის სირბილე და ფორმა მომხმარებლის ხელის კუნთებს გაავარჯიშებს. მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით | |
|
სულ კომენტარები: 0 | |