მთავარი » 2010 ივლისი 8 » აშშ-მა ”მანასის” აეროპორტში მდებარე სამხედრო ბაზიდან ფრენები შეწყვიტა
7:53 PM აშშ-მა ”მანასის” აეროპორტში მდებარე სამხედრო ბაზიდან ფრენები შეწყვიტა | |
![]() ყირგიზეთში 7 აპრილს მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომლის მსხვერპლიც, ბოლო მონაცემებით, 65 ადამიანი გახდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლება გადადგა, პრეზიდენტმა ბაკიევმა კი ბიშკეკი დატოვა და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. მოგვიანებით სააგენტო КАБАР-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკიევი ქალაქ ოშში მდებარე რეზიდენციაში იმყოფება. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, ”მანასის” აეროპორტში ამერიკის სამხედრო ბაზა 7 აპრილს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზა ყირგიზეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში 2001 წელს, ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის (”ურყევი თავისუფლება”) განხორციელების დროს შეიქმნა. მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |