მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » ბაიდენი: ბირთვული ომის საფრთხეს ისე რეალურია, როგორც არასდროს წყარო
7:50 PM
ბაიდენი: ბირთვული ომის საფრთხეს ისე რეალურია, როგორც არასდროს წყარო
Ambebi.Geგლობალური ბირთვული ომის საფრთხე დღეს ისე რეალურია, როგორც არასდროს, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის ახალი ბირთვული დოქტრინის შესახებ კომენტარის გაკეთებისას. ბაიდენის კომენტარი გაზეთ Los Angeles Times-ში დაიბეჭდა.

ბირთვული დოქტრინა 7 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრიორიტეტები შეიცვალა: ბირთვული სახელმწიფოების ურთიერთდაპირისპირებულობა ბირთვული იარაღის უკონტროლო გავრცელებისა და ბირთვული ტერორიზმის საფრთხემ ჩაანაცვლა. ამიტომ აშშ-ის ამოცანაა სხვა ბირთვულ ქვეყნებთან თანამშრომლობით ეფექტიანად გაუმკლავდეს ამ საფრთხეებს.

”დღეს გააზრებული გლობალური ბირთვული ომის საშიშროების შესახებ ყველაფერი შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ ის არ არსებობს. ბირთვული საფრთხე ტერორისტებისა და იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობენ, ახლა ისე სერიოზულია, როგორც არასდროს”, - აღნიშნულია ვიცე-პრეზიდენტის კომენტარში.

ამასთან ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩვეულებრივი შეიარაღებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თვადცვითი სისტემების განვითარება.
ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ამერიკის ბირთვული იარაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

”პრეზიდენტს სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ჩვენი ბირთული იარაღი სრულიად უსაფრთხოდ იქნება. ამიტომაც მივმართეთ კონგრესს თხოვნით, რომ ჩვენი ბირთვული კომპლექსის დაფინანსება 5 წლის განმავლობაში 5 მლრდ დოლარით გაზარდონ. აღნიშნული თანხა მოძველებული შეიარაღების განახლებისა და ჩვენი კომპლექსის მხარდაჭერის მიზნით მაღალი კლასის სპეციალისტებისა და ინჟინრების დაქირავების საშუალებას მოგვცემს”, - განმარტა ბაიდენმა.


მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge




კატეგორია: ომის წესები | ნანახია: 1445 | დაამატა: web-world | ტეგები: ს ისე რეალური, წყარო, არასდროს, როგორც, ბაიდენი: ბირთვული ომი, ს საფრთხე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar