მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » “კვირის პალიტრა” ქართული პრესის ტოპშვიდეულის სათავეშია
7:48 PM
“კვირის პალიტრა” ქართული პრესის ტოპშვიდეულის სათავეშია
Ambebi.Geამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა რეგულარულად გაზეთ "კვირის პალიტრას” კუთხულობს.

კითხვაზე "ქართული პრესა, რომელსაც რეგულრულად კითხულობთ”, პასუხების მიხედვით ქართული გაზეთების ასეთი ტოპშვიდეული შედგა: "კვირის პალიტრა”, "ასავალ-დასავალი”, "ალია”, "ქრონიკა”, "რეზონანსი”, "24 საათი”, "ახალი თაობა”.

ამავე კვლევის მიხედვით, ქართული ტელეკომპანიების რეიტინგი ასეთია: "რუსთავი 2”, "იმედი”, "პირველი არხი”, "აჭარა” "კავკასია”, რეგიონული სადგურები, "მზე”, "მაესტრო”, "მეორე არხი”, "რეალ თი-ვი”, რეგიონული ტელევიზია.

რადიოსადგურებიდან კი, გამოკითხვის რესპონდენტები ყველაზე ხშირად რადიო "იმედს”, რადიო "არ დაიდარდოს”, "ფორტუნას”, "ფორტუნა პლუსს” და საზოგადოებრივ რადიოს უსმენენ.

გამოკითხულებისთვის ახალი ამბებისა და პოლიტიკური ინფორმაციის სანდოობის მიხედვით ტელეკომპანიებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:  "რუსთავი 2”, "იმედი”, "პირველი არხი”, "კავკასია”, "მაესტრო”, რეგიონული ტელევიზიები, "აჭარა”.

ამავე სახის ინფორმაციის სანდოობის მიხედვით, გაზეთების რეიტინგი ასეთია: "კვირის პალიტრა”, "ასავალ-დასავალი”, "ალია”, "რეზონანსი”, "ქრონიკა”, "ახალი თაობა”, "24 საათი”, "განათლება”.  

კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა. სულ  გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე – აქედან 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800  - დედაქალქში. გამოკითხვა 2010 წლის 4 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ჩატარდა.  

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge




კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1249 | დაამატა: web-world | ტეგები: სათავეში, ტოპშვიდეული, პრესი, ქართული, კვირის პალიტრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar