მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » სტივ უანდერი ბათუმში ვეღარ იმღერებს
7:19 PM
სტივ უანდერი ბათუმში ვეღარ იმღერებს

Ambebi.Geწინა კვირის
"რეიტინგში" ისტერნპრომოუშენელი კახა კანდელაკი გვებაასებოდა, რომ სტივ
უანდერის ჩამოსაყვანად ემზადებოდნენ და კონცერტი 24 ივლისს ბათუმში ერას
მოედანზე გაიმართებოდა, სტივის დაცვის წევრებიც კი იყვნენ ჩამოსული და
ადგილი შეათვალიერეს, კომპანიამ ამ მოლაპარაკებებზე ექვსი თვე დახარჯა და
ავანსად ფულიც კი გადაურიცხა ვანდერს ანგარიშზე, რადგან, როგორც კახა
კანდელაკმა გვითხრა, ისე მომღერლის მენეჯერები ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან.
თუმცა უანდერის მოსმენა თუ გინდათ, ამას წელს ბათუმში ნამდვილად ვერ
მოახერხებთ.

ისტერნპრომოუშენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ
კონცერტი ვერ შედგება და მოლაპარაკებები ჩაიშალა. როგორც ამბობენ, ეს იმისი
ბრალია, რომ სტივ უანდერს ტურნე ისე დაულაგდა, რომ საქართველოს მეზობელ
ქვეყნებში ვერ ხვდება, შესაბამისად, საქართველოშიც ვეღარ ჩამოვა.

მოკლედ,
ბუკლიკო წინასწარ ხარობდა, მაგრამ იმ ოცნების ასრულება, რაც სტივ უანდერის
პირადად ხილვა და მოსმენაა, გაურკვეველი დროით გადაიდო.

DJ ბუკლე
ჟურნალი
"რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)


მასალის წყარო: http://www.ambebi.ge









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1193 | დაამატა: allfile | ტეგები: DJ ბუკლე, DJ Bucle, სტივ უანდერი, კახა კანდელაკი, DJ Bukle, ისტერნპრომოუშენელი, Steve Wonder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar