მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ქეთა თოფურიას მამა სამი წლით გაასამართლეს
9:38 PM
ქეთა თოფურიას მამა სამი წლით გაასამართლეს



ორშაბათს ქ. მოსკოვის ნიკულინსკის სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი რაოდენიბით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდებით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯგუფის "A-studio"-ს სოლისტის, ქეთა თოფურია მამას ანდრო სანოძეს, განაცხადა სასამართლოს პრესმდივანმა არსენ პოღოსიანმა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს სანოძემ, პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა მეტადონის შემცველი 2,83 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რაც წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას" - აცხადებს პოღოსიანი.

მან დააზუსტა, რომ განაჩენისა შესაბამისად, სანიძე სასჯელს მიოხდის საერთო რეჟიმის კოლონიაში. შეგახსენებთ, რომ როდესაც კაცი დააკავეს, მისგან ამოიღეს ანდრო სანოძის სახელზე გაცემული პასპორტი. მან განმარტა, რომ დედის გვარი ჰქონდა მიღებული.

ქეთი თოფურია სასამართლოზე არ გამოჩენილა. თუმცა, როდესაც მამამისი დააკავეს მან აღიარა, რომ პრობლემები ნარკოტიკებთან მამამისს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ როგორც გოგონას ეგონა ეს პრობლემები წარსულს იყო ჩაბარებული. მომხდარი ინცინდენტის გამო მომღერალი ძალიან განიცდიდა.

დამნაშავეთა სფეროში ანდროს ჰქონდა ძალიან ფრთხილი და ეშმაკი ადამიანის რეპუტაცია. ის დიდი ხნის მანძილზე ახერხებდა ჩაკეტილი ცხოვრებით ეცხოვრა და არ მომხადიყო სამართალდამცავი ორგანოების მხედველობის არეში. ოპერმუშაკების თქმით, ანდრო არის მეტადონის ჯგუფის პრეპატატებზე დამოკიდებული ნარკომანი. ნარკოტიკებზე ძლიერი დამოკიდებულების და დამნაშვეთა სამყაროსთან გამწვავებული მდგომარეობის გამო თოფურია სრულფასოვნად ვერ იყენებს თავის ქურდულ ავტორიტეტს.

როგორც "Дни.ру" იუწყება 50 წლის სანიძე თბილისელია და არის 2-ჯერ ნასამართლევი: 1980 წელს ის გაასამართლეს მკვლელობისთვის, ხოლო 1996 წელს იარაღის უკანონო შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო მისცეს 6 თვე.










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1523 | დაამატა: allfile | ტეგები: ნიკულინი, dni.ru, A-studio, ა-სტუდია, qeta tofuria, ქეთა თოფურია, polity.ge, ა-სტუდიო, მოსკოვი, სასამართლო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar