მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » თუ ფეხები გვტკივა
7:17 PM
თუ ფეხები გვტკივა

Ambebi.Geზაფხულის მოახლოებასთან ერთად მატულობს ქვედა კიდურების პრობლემები, დისკომფორტის შეგრძნება ფეხის სახსრებში, მუხლებში, წვივებსა და ფეხის ცერა თითს არეში, იზრდება ქუსლებთან გამონაზარდების წარმოქმნის საფრთხე, რასაც ძლიერი ტკივილებიც ახლავს, ხშირად მას ბრტყელტერფიანობა იწვევს. ასეთ დროს, გარდა ექიმთან ვიზიტისა და შესაბამისი მკურნალობისა, კარგი ეფექტი აქვს ხალხური მედიცინის რეცეპტებსაც.

ვყოველ სამ დღეში ერთხელ ფეხებზე შემდეგი აბაზანები უნდა გაიკეთოთ: 3 ლიტრ ცხელ წყალში 1 ს.კ. საჭმელი სოდა გახსენით, დაუმატეთ 8-10 წვეთი 5%-იანი იოდის ხსნარი. აბაზანის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთია. აბაზანის მიღების შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და მტკივან ადგილზე 5%-იანი იოდის ხსნარი წაისვით. დილით ვაზელინი გადაისვით. ამ დროს კარგია მცენარეული და რძის დიეტის დაცვა.

ვძლიერი ტკივილების შემთხვევაში გამონაზარდზე ყოველდღიურად ნივრის კომპრესი დაიდეთ და 3-4 საათი გააჩერეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ ტკივილები არ მოგეხსნებათ.
ვკარგია დინდგელის კომპრესებიც. დინდგელი ხელში დაარბილეთ და გამონაზარდზე დაიდეთ. გაიჩერეთ მთელი ღამე. პროცედურა ყოველდღიურად გაიმეორეთ გამოჯანმრთელებამდე.

ვქუსლებზე ნახეთქების შემთხვევაში შეგიძლიათ შემდეგი საშუალება გამოიყენოთ: 1 კვერცხი დაამტვრიეთ (ნაჭუჭიანად), დაასხით 100 მლ ძმრის ესენცია და 100 გრ ნაღების კარაქი შეურიეთ. ბნელ ადგილზე 21 დღე დააყოვნეთ. ყოველ სამ დღეში კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მალამო მარლაზე ან დოლბანდზე თხელ ფენად წაუსვით და დახეთქილ ადგილებზე დაიდეთ, ზემოდან წინდა ჩაიცვით. პროცედურა ხუთი დღის განმავლობაში გაიმეორეთ. თუ წვის შეგრძნებამ შეგაწუხათ, საფენი მოიხსენით და ფეხი მშრალი დოლბანდით კარგად გაიწმინდეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge












ნანახია: 1213 | დაამატა: web-world | ტეგები: გვტკივა, ფეხები, თუ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar