მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ლედი გაგა მძიმე მემკვიდრეობითი სენით არის ავად
7:05 PM
ლედი გაგა მძიმე მემკვიდრეობითი სენით არის ავად
Ambebi.Geყველაზე პროვოკაციულ და ექსტრავაგანტურ მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სულის ხუთვის შეტევებმა, აუტანელმა თავის ტკივილებმა და პერიოდულმა გულის წასვლებმა, რომლებიც კარგა ხანია აწუხებს, აიძულა, ექიმისთვის მიემართა. ვარსკვლავს ეშინია, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების - მგლურას ნიშნებია. სწორედ ამ დაავადებით, რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემა, გარდაიცვალა მისი დეიდა, რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო.

"მართლაც მაქვს რაღაც პრობლემები, - ამბობს მომღერალი, - ძალიან მიყვარდა დეიდაჩემი, მაგრამ ნაადრევად გარდაიცვალა. მეშინია, რომ მგლურათი დაავადების რისკი საკმაოდ მაღალი მაქვს". მთელი კვირა ელოდა გაგა ანალიზებს და სამწუხაროდ, მგლურაზე ტესტის პასუხები დადებითი აღმოჩნდა.

ამ დაავადების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა მისი საკუთარი უჯრედების ანტისხეულებს წარმოქმნის, რაც კანის, კუნთებისა და სახსრების, გულსისხლძარღვების, ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. 24 წლის მომღერალს საკმაოდ ხანგრძლივად მოუწევს მკურნალობა.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge










ნანახია: 1224 | დაამატა: web-world | ტეგები: ლედი გაგა მძიმე მემკვიდრეობითი სენი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar