მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ზურაბ ნოღაიდელი "ედინაია რასიასთან" დაწყებულ მოლაპარაკებებს დროებით წყვეტს
7:02 PM
ზურაბ ნოღაიდელი "ედინაია რასიასთან" დაწყებულ მოლაპარაკებებს დროებით წყვეტს

Ambebi.Ge"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია რასიასთან" საქართველოს საკითხებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს დროებით წყვეტს.

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მოსკოვში მერვე ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზად ექსპრემიერმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"ველოდები, რომ ამ მგზნებარე განცახადებას სააკაშვილის მხრიდან კონკრეტული შედეგი მოჰყვება; ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში შევწყვეტთ "ედინაია რასისთან" დაწყებულ მოლაპარაკებებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტისა და დევნილთა დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით; თუ ხელისუფლებას მართლაც უნდა რუსეთთან დიალოგი, თავად აწარმოოს ამ საკითხებზე მოლაპარაკება და ვნახოთ, რისი გამკეთებელია", - განაცხადა ნოღაიდელმა.

სააკაშვილის ინიციატივას ნოღაიდელმა "საინტერესო იდეა" უწოდა და მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ სწორედ ანალოგიური განცხადებებისთვის ხელისუფლებამ ის და მისი პოლიტიკური გუნდი, სწორედ მედიის დახმარებით, "ქვეყნის მოღალატეებად" შერაცხა.

მოძრაობის ლიდერმა სთხოვა ჟურნალისტებს, მსგავს "ცილისმწამებლურ კამპანიაში" მონაწილეობა მომავალში აღარ მიიღონ.

ნოღაიდელის განცახდებით, რუსეთთან დიალოგი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აწარმოოს, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს ღია, საჯარო, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და არა - ფარული და დახურული, როგორც ამას სააკაშვილი თავისი ემისრების მეშვეობით აკეთებს.

რაც შეეხება ემისრებს, ექსპრემიერმა პირობა დადო, რომ მათ გვარებს მომავალში დაასახელებს, რადგან, მისივე განმარტებით, დღეს გარკვეული დროა საჭირო, ნათელი გახდეს, სინამდვილეში რას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა – სკამის შენარჩუნებას თუ - საქართველოს გაერთიანებას.

"ედინაია რასიასთან" მოლაპარაკებებზე მორატორიუმის გამოცხადება სულაც არ ნიშნავს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიასთან ყოველგვარი კონტაქტების გაწყვეტას, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სააკაშვილის ინიციატივისთვის ხელის შეშლა არ დაგვაბრალონ", - აღნიშნა მან

წყარო/Source: http://www.ambebi.ge








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1193 | დაამატა: web-world | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar