6:55 PM ერევანი კლინტონის ვიზიტის შემდეგ უიმედოდ განხიბლულია | |
მოლაპარაკებათა ყველაზე დამაინტრიგებელი დეტალები დახურულ კარს მიღმა რჩება. ამ მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის რეგიონში ვიზიტი გამონაკლისი არ ყოფილა. დიპლომატიური პროტოკოლის ნორმა მოითხოვს, თავი ავარიდოთ ვიზიტის დახასიათებისას ისეთ ეპითეტებს როგორიცაა "ისტორიული", თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნამდვილად არ ყოფილა რიგითი. მით უფრო, რომ მსოფლიო პრესაში კვლავ განიხილავენ საკითხს, იქნება თუ არა აშშ აქტიური სამხრეთ კავკასიაში. კლინტონის ვიზიტის ცხელ კვალზე შეაფასება არ შეიძლება. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ აშშ სერიოზულად აპირებს რეგიონის მთავარ პრობლემასთან - უსაფრთხოებასთან შეჭიდებას, რაც ამერიკული პოლიტიკური ლექსიკონით, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების პრობლემაში აქტიური როლის თამაშს ნიშნავს. რა პოზიციებს დაიკავებს ამ საკითხში ვაშინგტონი, ამის შესახებ კლინტონმა ბაქოშიც და ერევანშიც განაცხადა: საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, ჰელსინკის აქტის პრინციპების პატივისცემა, ძალის გამოუყენებლობა და თვითგამორკვევის უფლება. ის, რაც მსოფლიოში, ანუ სომხეთის საზღვრებს მიღმა არ გულისხმობს ”სეპარატიზმს" და საკუთარი სახელმწიფოს შექმნას. სხვა რამეც მნიშვნელოვანია: აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ედვარდ ნალბანდიანს პიტერ სემნების რჩევა ახსოვდა "გამონათქვამების შერჩევისა" და აზერბაიჯანის აუგად არმოხსენიების შესახებ, საზღვრის პერიმეტრზე მომხდარ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით. ამასთან, სომხურ-თურქული დიალოგის კომენტირებისას, ჰილარი კლინტონს არც კი უხსენებია, რომ ანკარამ უნდა შეწყვიტოს ამ დიალოგის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირება. რაც აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა. ამ ფაქტის მნიშვნელობის შეფასება აუცილებელია იმ ფონზე, როცა ტერმინი "ტერიტორიული მთლიანობა" კლინტონმა არა მარტო ბაქოში, არამედ ერევანშიც ახსენა. აშშ-ში სომხური დიასპორის წარმომადგენლები უკვე განხიბლულნი არიან იმ განცხადებებით, რომელიც კლინტონმა სამხრეთ კავკასიაში გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ აშშ მზადაა სამხრეთ კავკასიაში აქტიური პოლიტიკა აწარმოოს, ხოლო პოლიტიკა თავისთავად ითვალისწინებს "არჩევით ინტერესებს", თუმცა იმ კუთხით არა, რომელიც ერევანს აწყობს. მომზადებულია inosmi.ru-ს მიხედვით.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |