მთავარი » 2010 ივლისი 7 » მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
2:47 PM მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს | |
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღსრულდება. წმინდა სახარების თანახმად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს უწოდებდა. ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო. წმინდა იოანე ნათლისმცემელი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფეს ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |