მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ფერნანდო მაგელანი / Fernão de Magalhães, Hernando de Magallanes, Fernando de Magallanes
12:28 PM
ფერნანდო მაგელანი / Fernão de Magalhães, Hernando de Magallanes, Fernando de Magallanes



ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტუგ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მალუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე.

ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამას გარდა, მან აღმოაჩინა მაგელანის სრუტე.









კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 4126 | დაამატა: allfile | ტეგები: Hernando de Magallanes, Fernando Magallanes, ფერნანდო მაგელანი / Fernão de Magal, Fernando de Magallanes, fernando magelani | რეიტინგი: 4.0/6
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar