კორეელი მხატვარი – Jean Shin–ი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუიორკში. მისი საოცარი ინსტალაციების შესაქმნელად იგი იყენებს: მწყობრიდან გამოსულ ქოლგებს, ტყავის მასალის ძველ ფეხსაცმელებს, ნაცვამ სამოსს, ვინტაჟურ სათვალეებს და სხვა უამრავ რაიმეს. ერთ–ერთი მისი ნამუშვარია „ხმოვანი ტალღა", რომელიც ფირფიტების დნობის შედეგად მიღებულ ზღვის ტალღის იმიტაციას წარმოადგენს, სადაც ნათლად აისახება ავტორისეული მეტაფორული იდეა.
Jean Shin–ის მიერ შექმნილი ინსტალაციები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელოვნება ყველგან და ყველაფერშია, თვით ყველაზე ბანალურ და გამოუსადეგარ საგნებშიც კი, თუკი ამას სწორი კუთხით მიუდგები და ფრთას შეასხამ.
ეს კი Jean Shin–ის მიერ შექმნილი TEXTile–ის ინსტალაცია გახლავთ, სადაც კომპიუტერის კლავიატურა ქსოვილის ფორმითაა ასახული, რომელიც თანამედროვე ეპოქის ფრიად აქტუალურ მხატვრულ ჟესტად აღიქმება.
Jean Shin–ის ნამუშევრები არა ერთხელ გამოფენილა ისეთ პრესტიჟულ
არტ–ცენტრებში, როგორიცაა: New Museum of Contemporary Art–ი, the Museum
of Art and Design–ი, the Museum of Fine Arts–ი (Houston–ში), the Museum
of Fine Arts–ი (Boston–ში), Asia Society and Museum–ი, The Brooklyn
Museum–ი, Sculpture Center–ი, Socrates Sculpture Park–ი და ნიუიორკში
არსებული