ქართველ
სექსსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი პირად
ცხოვრებაზე გვესაუბრება:
- ახალი შემოთავაზებები მაქვს, ოღონდ
ტელევიზიიდან - არა. მხოლოდ ფილმებში გადაღებასა და სპექტაკლებში თამაშს
მთავაზობენ. შესაძლოა, ორ ფილმში მონაწილეობაზე დავთანხმდე და უკვე
ვემზადები ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ამ ზაფხულსაც ვერ დავისვენებ.
-
ამ ფილმებშიც ეროტიკურ როლებს შეასრულებ?
- როგორ გითხრათ...
ჯერ წესიერად სცენარსაც არ ვიცნობ.
- ახლახან საჯაროდ
განაცხადე, რომ საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ხარ...
-
სწორედ ეს არის საქმე. ამიტომაც გაიწელა ჩემი პასუხი ახალ
შემოთავაზებებზე. მოგეხსენებათ, ფასი ბევრ რამეს წყვეტს. ისე ჰოლივუდელი
მსახიობის ანაზღაურება ნამდვილად არ მაქვს, რამდენიმე ათას ლარს მიხდიან.
-
რატომ დაიხურა გადაცემა "ღამე შორენასთან ერთად"?
- არ ვიცი.
ჩემთვის გადაცემის დახურვის მიზეზი არ უთქვამთ.
- ალბათ,
განიცადე...
- არა, არა, რას ამბობთ... ასეთ რაღაცებზე
არასდროს ვნერვიულობ. როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე, უკეთესი კარი
იხსნება. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მივაღწევ ცხოვრებაში.
მიზანდასახული ვარ.
- სექსსიმბოლოს "ტიტული" უკვე მოიპოვე.
კიდევ რა გაქვს მიზნად დასახული?
- რა ვიცი... საერთოდ, რასაც
მიზნად ვისახავ, ვცდილობ, მივაღწიო. შუა გზიდან არასდროს გადავუხვევ.
-
გადაცემამ "ღამე შორენასთან ერთად" გაამართლა?
- რადგან
ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ესე იგი, გაამართლა. თანაც მანამდე
საქართველოში მსგავსი არაფერი გაკეთებულა და დასაწყისისთვის მშვენიერი იყო.
მიმაჩნია, რომ ჩემი გადაცემა საკმაოდ თამამი და წარმატებული ნაბიჯი იყო
ქართულ ტელესივრცეში.
- თუმცა მაყურებელს გადაცემის თემებით
კი არა, სექსუალური ჩაცმულობით უფრო "აბამდი"...
- ამ
გადაცემაში როლინგით ნამდვილად ვერ დაჯდებოდი. ფორმატი მოითხოვდა, რაც
შეიძლება სექსუალურად და გამომწვევად მცმოდა.
რაც შეეხება თემებს,
ნამდვილად "ლაით" თემებზე ვსაუბრობდი, თუმცა საზოგადოებას ამაზეც დიდი
რეაქცია ჰქონდა და ტელეკომპანია "იმედის" ოფისთან მიტინგებიც კი
გამიმართეს.
- ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვი, ბევრ
როლინგიან ქალს ვჯობივარო...
- არავის აქვს ჩემზე ზედმეტის
თქმის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ სექსზე ვლაპარაკობ და სექსუალურად მაცვია.
ტანისამოსით არ შეიძლება ადამიანის პატიოსნებაზე ვიმსჯელოთ. ამიტომაც
ვთქვი, შემედაროს პატიოსნებაში ბევრი როლინგიანი ოჯახის გოგო-მეთქი. ასეთი
სამოსი კი მხოლოდ იმიტომ მეცვა, რომ ჩემს გადაცემას სჭირდებოდა... ეს სულაც
არ ნიშნავს, რომ ვინმემ ხმა უნდა აიმაღლოს ჩემს რეპუტაციაზე.
მთავარი » 2010 ივნისი 21 » "სულაც არ ვიყავი მიმზიდველი და ვამაყობ, რომ ახლა გავლამაზდი"
0:55 AM "სულაც არ ვიყავი მიმზიდველი და ვამაყობ, რომ ახლა გავლამაზდი" | |
- მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტებს. ცუდი არავის უთქვამს. როდესაც მაღაზიაში შევდივარ, უკვირთ. ჰგონიათ, შორენა მაღაზიაში არ დადის. სხვათა შორის, უამრავი პატარა ბავშვი გიჟდება ჩემზე. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი გადაცემის შემდეგ მხოლოდ მამაკაცთა გულებს მოვინადირებდი, მაგრამ შევცდი. მახარებს ეს ამბავი, რადგან ბავშვები ყველაზე უკეთ გრძნობენ, როგორია ესა თუ ის ადამიანი. ვგიჟდები ბავშვებზე. ადრე ვთქვი, გათხოვებას აღარ ვაპირებ-მეთქი, თუმცა არ მითქვამს, რომ შვილის გაჩენასაც არ ვაპირებ. ძალიან მინდა, კიდევ მყავდეს შვილები და თუ არ მეყოლა, უპატრონო ბავშვთა სახლიდან ვიშვილებ. - შენი შვილი რამდენი წლისაა? - 8 წლის. ვცდილობ, იდეალური დედა ვიყო. ხშირად მეუბნება, შენ ყველაზე კარგი ხარ და შენით ვამაყობო. ჩემი საქმიანობა შვილს რომ არ მოსწონდეს, აუცილებლად შევეშვებოდი და სხვა, უფრო მოკრძალებულ სამსახურზე ვიფიქრებდი. შეიძლება სხვა დედები თავიანთ შვილებს უფრო გემრიელ კერძებს უმზადებენ, მაგრამ სამაგიეროდ, მე დიდ სიყვარულს ვჩუქნი და ამით ვაბედნიერებ. - იცოდი, რომ სექსუალური იმიჯის წყალობით პოპულარული გახდებოდი? - არავისთვის მითქვამს, სექსუალური ვარ და ფილმებში გადამიღეთ-მეთქი. შემამჩნიეს ფოტოგრაფებმა, რეჟისორებმა და ყველაფერი თავისთავად აეწყო. - შენსა და თიკო სადუნიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების მიზეზი რა იყო? - გაუგებრობა მოხდა, მეტი არაფერი. განაწყენებულები არ ვართ. - შენ და თიკომ ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთმანეთს ტუჩებშიც აკოცეთ... ეს რას ნიშნავს? - არაფერს. ეს მეგობრული კოცნა იყო და არა - ვნებიანი. - თუმცა საზოგადოებამ სხვანაირად გაიგო და შენს ორიენტაციაშიც ეჭვი შეეპარა... - რა ვიცი... ამ ამბავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ. ეს მართლა მეგობრული კოცნა იყო. - რაღა გოგოს უნდა აკოცო ტუჩებში, მამაკაცები დაილია? ქართველ მამაკაცებზე რას ფიქრობ? - კარგად რომ ვერ ვერკვევი მამაკაცებში, რა გიპასუხო? მგონი, ცდილობენ ევროპული ტენდენციისკენ გადაიხარონ, მაგრამ არ გამოსდით და მაინც ქართულ ტრადიციებს უბრუნდებიან. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მამაკაცისთვის სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისი გრძნობები. - გინდა, რომ შენი მომავალი მეორე ნახევარი ქართველი იყოს? - (იცინის) მომავალი მეორე ნახევარი გეგმაშიც არ მყავს. - ვიცი, რომ შეყვარებული ხარ... - შეყვარებული ნამდვილად ვარ. უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარს, ეს არის და ეს. ოჯახის შექმნას არ ვაპირებთ. - ქართველია? - დიახ. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის. ერთმანეთი ჩვეულებრივ სიტუაციაში გავიცანით. მეტს ვეღარაფერს გეტყვით, რადგან არ მსურს, ჩემს სიყვარულს თვალი ეცეს და ცუდად დამთავრდეს. - მას მოსწონს, ეროტიკულ სცენებში რომ მონაწილეობ? - რა თქმა უნდა. რომ არ მოსწონდეს, ერთად არც ვიქნებოდით. - სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დავით ბაგრატიონი თუ გეხმიანება? როგორც ვიცი, თქვენი სიყვარულის აღსანიშნავად სხეულზე მისი ინიციალებიც ამოისვირინგე: "დ ბ", თუმცა მერე განაცხადე, რომ ამ ტატუს მოშორებას აპირებ... - მოდი, აღარ ვილაპარაკოთ მაგ ადამიანზე, დავასვენოთ, იყოს თავისთვის. არ შემხმიანებია და აღარც შემეხმიანება. ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. საერთოდ, როდესაც შეყვარებული ვარ, საყვარელ მამაკაცთან თავის დაფასება არ შემიძლია, მაგრამ როდესაც მივხვდები, რომ ყველაფერი დასრულდა, მისი ნახვის სურვილი აღარ მიჩნდება. - ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა ერთი გოგონას ფოტო, რომელზეც ამბობენ, ეს შორენა ბეგაშვილიაო. მართლა შენ ხარ იმ ფოტოზე გამოსახული? - დიახ, მე ვარ! თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ შორენა ძალიან შეუხედავი იყო და შემდეგ, ცოტა რომ წამოიზარდა, პლასტიკური ოპერაციების წყალობით გალამაზდაო. იმდენი ფული არ მაქვს, პლასტიკური ოპერაციები გამეკეთებინა. რაც შეეხება იმ ფოტოს, ეს 16 წლის ასაკში პასპორტისთვის გადაღებული ჩემი სურათია. მე უარესი ფოტოებიც მაქვს, სადაც უცხოპლანეტელს ვგავარ, მათზე დაუსრულებლად შემიძლია ვიცინო. თუ ვინმე 16 წლის ასაკშიც ლამაზი იყო, ვულოცავ. სულაც არ ვიყავი მიმზიდველი და ვამაყობ, რომ ახლა გავლამაზდი. - ინტერნეტსაიტებზე გავრცელდა ერთი გოგონას ფოტო, რომელზეც ამბობენ, ეს შორენა ბეგაშვილიაო. მართლა შენ ხარ იმ ფოტოზე გამოსახული? - დიახ, მე ვარ! თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ შორენა ძალიან შეუხედავი იყო და შემდეგ, ცოტა რომ წამოიზარდა, პლასტიკური ოპერაციების წყალობით გალამაზდაო. იმდენი ფული არ მაქვს, პლასტიკური ოპერაციები გამეკეთებინა. რაც შეეხება იმ ფოტოს, ეს 16 წლის ასაკში პასპორტისთვის გადაღებული ჩემი სურათია. მე უარესი ფოტოებიც მაქვს, სადაც უცხოპლანეტელს ვგავარ, მათზე დაუსრულებლად შემიძლია ვიცინო. - ეს ფოტო შენი ინიციატივით გამოქვეყნდა, თუ ვინმემ უჩუმრად ჩატვირთა ინტერნეტში? - არა, ვიღაცამ გამოაქვეყნა, ოღონდ ვინ, წარმოდგენა არ მაქვს. - მაინც რისი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული? - მხოლოდ ზედა ტუჩის. - არატრადიციული ორიენტაციის ქალის როლს თუ ითამაშებ? - თუ მსახიობი ხარ, "ლესბიანკას" როლიც უნდა ითამაშო და მამაკაცისაც. ისე, მალე საინტერესო როლში მიხილავთ. ასე რომ, დამელოდეთ! ნინო მაისურაძე ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |