მთავარი » 2010 » ივნისი » 19 » ხატვა LSD-ის ზემოქმედების ქვეშ
2:27 PM
ხატვა LSD-ის ზემოქმედების ქვეშ
Post image of ხატვა LSD-ის ზემოქმედების ქვეშ
კატეგორია - საკითხავი , სამეცნიერო , სასარგებლო , სურათები , უცნაური 1 კომენტარი

ამერიკის მთავრობის ინიციატივით ერთ-ერთ მხატვარს გაუკეთეს LSD 25–ის დოზა,და დააკვირდნენ მის მიერ დახატულ ნახატებს და მის მოქმედებებს ამ ფსიქოტროპული საშუალების მოქმედების 9 სტადიაში… პროექტის მიზანი იყო ადამიანთათვის ეჩვენებინათ თუ რა დამანგრევლად მოქმედებს ეს აბები ადამიანზე…

1.

პირველი ნახატი შეიქმნა პირველი დოზიდან (50 ug) 20 წუთის შემდეგ. ექიმი აკვირდება მოვლენებს. ობიექტი ირჩევს ნახშირს და იწყებს ხატვას. იგი ამბობს – "ნორმალური მდგომარეობა… ეფექტს ვერ ვგრძნობ”

2


პირველი დოზიდან 85 წუთის, ხოლო მეორე დოზიდან 20 წუთის შემდეგ. პაციენტი ეიფორიულ მდგომარეობაშია. იგი ამბობს – "მე თქვენ გხედავთ კარგად, ძალიან კარგად. ეს.. თქვენ… მორჩა… ცოტათი მიჭირს ფანქრის დამორჩილება.. თითქოს მას სურს ხატვა თავისით გააგრძელოს…”

3.


პირველი დოზიდან 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ.. პაციენტი მთლიანად კონცენტრირებულია საქმისაკენ. "კონტურები საკმაოდ ნორმალურია, თუმცა ძალიან კაშკაშა – ყველაფერი ფერს იცვლის. ჩემი ხელი უნდა გაჰყვეს სქელ ხაზებს. მთელი ჩემი ცნობიერება მოთავსებულია ჩემ აქტიურ სხეულის ნაწილებში – ხელში, ენასა და იდაყვში”

4


პირველი დოზიდან 2 საათისა და 32 წუთის შემდეგ. პაციენტს აღიზიანებს თავისი ნახატი : "მე ვცდილობ დავხატო სხვა ნახატი.. აქ კონტურები საკმაოდ ნორმალურია, თუმცა ეს ნახატები ჩემსას არ ჰგავს. ჩემს მიერ მოსმული კონტურები თითქოს იღბალსაა მინდობილი. მგონი არ უნდა იყოს ეს კარგი ნახატი.. ასეა? ამას თავს დავანებებ, სხვას ვცდი”

5


პირველი დოზიდან 2 საათისა და 35 წუთის შემდეგ. პაციენტი ცდილობს გადაერთოს სხვა ნახატზე… ” მე ვცდი შევქმნა ახალი ნახატი ერთი ხელის მოსმით… შეუჩერებლად… ერთი ხაზი, არანაირი შესვენება…” დასრულების შემდეგ პაციენტი იწყებს სიცილს და რაღაც გაურკვევლის ხაზვას იატაკზე…

6


პირველი დოზიდან 2 საათისა და 45 წუთის შემდეგ. პაციენტი ცდილობს მივიდეს ხელსაწყოების ყუთამდე. იგი საკმაოდ წყნარადაა – ცდილობს პასუხისმგებლობით მოეკიდოს შეთავაზებას – დახატოს რაიმე სხვა. საუბრის უნარი ძალიან აქვს დაქვეითებული – ” მე.. ყველაფერი.. შეცვილია.. ისინი რეკავენ… შენი სახე.. ტალღოვანი… ვინ არის…”
პაციენტი გაუგებრად ღიღინებს (ისმის როგორც Thanks for the memory)

7


4 საათისა და 25 წუთის შემდეგ პირველი დოზიდან. პაციენტის ტემპერამენტი ძალიან გაქვეითებულია… მან თითქმის 2 საათი მწოლიარემ, ჰაერში ხელების ქნევით გაატარა.
ხელსაწყოების ყუთთან დაბრუნება იყო უეცარი და თითქოს წინასწარ განზრახულიც… მან შეცვალა სახატავი მასალა აკვარელითა და კალმით.. –” ეს იქნება საუკეთსო ნახატი, პირველი ნახატის მსგავსი, უბრალოდ ცოტათი უკეთესი… მე არ მეშინია ხელებზე კონტროლის დაკარგვის, რადგან ვიცი, რომ ეს არ მოხდება.. მე ვიცი, მე ვიცი…. ”
და პაციენტი იწყებს ოთახში სიარულს…

8


პირველი დოზიდან 5 საათისა და 45 წუთის შემდეგ… პაციენტი განაგრძობს ოთახის დათვალიერებას…ეს ხდება საათნახევრით ადრე, სანამ სახატავად კვლავ დაჯდება..
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იგი გამოდის ზემოქმედებიდან. "მე უკვე ვგრძნობ ჩემს მუხლებს, მგონი ის იწყებს მოძრაობას.. ეს კი ძალიან კარგი ნახატია, თუმცა ძალიან მიჭირს ამ ფანქრის ხელში ჭერა (მას ნახშირი უჭირავს)

9


პირველი დოზიდან 8 საათის შემდეგ.. მისი თქმით ინტოქსიკაცია მთლიანად გაიწოვა, თუმცა ხანდახან წამლის ზემოქმედებით ექიმის სახე მის წარმოსახვაში მახინჯდება.. ექიმმა მას სთხოვა შეესრულებინა ბოლო ნახატი, რაც პაციენტმა მცირე ენთუზიაზმითაც კი გააკეთა. -”მე ვერაფერს გეტყვით ბოლო ნახატზე, ის ცუდი და უინტერესოა, ახლა სახლში უნდა წავიდე….

პ.ს. არ მივიჩნიე საჭიროდ რაიმე კომენტარის გაკეთება, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ამ ნახატებსა და გამონათქვამებში….

(სტატია ეკუთვნის ექსკლუზიურად www.lol.ge-ს)










კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1528 | დაამატა: ereklellacaba | ტეგები: ხატვა, ეფექტი, პორტრეტი, lsd, ზემოქმედება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar