მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » KANYE WEST, LUDACRIS და T.I. „BET AWARDS 2010“-ზე გამოვლენ
6:05 PM
KANYE WEST, LUDACRIS და T.I. „BET AWARDS 2010“-ზე გამოვლენ

KANYE WEST, LUDACRIS და T.I. „BET AWARDS 2010"-ზე გამოვლენ. ეს გამოსვლა კენი ვესტისტვის პირველი იქნება „MTV VMA 2009"-ზე სკანდალური გამოსვლის შემდეგ.

პრესტიჟული პრემიის „BET" ორგანიზატორებმა „BET Awards 2010"-ის დაჯილდოების ცერემონიალის დეტალები გაახმაურეს.
ჯილდოს პრეტენდენტების დაჯილდოებებს შორის, რომელთა შორისაც არიან Jay-Z, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და ალიშა კეისი, მაყურებელს R’n’B და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები გაართობენ.

გამომსვლელებს შორის არიან ლუდაკრისი, რიკ როსი, დრეიკი, T.I., ნიკი მინაი, ტრეი სონგზი და დიდი პროექტით „Dirty Money".

საინტერესოა, რომ „BET Awards 2010"-ზე იმღერებს კენი ვესტი. „MTV Video Music Awards 2009"-ზე მისი სკანდალური გამოსვლის შემდეგ, ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ რეპერმა ქანთრი-მომღერალს ტეილორ სვიფტს, რომლემაც MTV-ის ჯილდო მიიღო საუკეთესო ვიდეოსთვის, სიტყვა შეაწყვეტინა.

თუ რას შესრულებს კენი ვესტი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად ის მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობს.

„BET Awards"-ის საიუბილეო დაჯილდოება, რომელსაც წელს მსახიობი და მომღერალი კვინ ლატიფა წარუძღვება, ლოს-ანჯელესში 27 ივნისს გაიმართება.









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1165 | დაამატა: allfile | ტეგები: R’n’B, Kanye West, Dirty Money, ტრეი სონგზი, ნიკი მინაი, T.I., BET AWARDS 2010, BET Awards, Ludacris, MTV VMA 2009 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar