მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ოკუპანტების გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან
3:00 PM
ოკუპანტების გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან

რუსი მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული 16 ქართველი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით არანაირი ახალი დეტალი დადგენილი არ არის.

”მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი ახალგორის განყოფილებაში ჰყავთ. გუშინ მათი დაკავების ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლებიც გვყავდა მიყვანილი. მათ დააფიქსირეს, რომ 16 ადამიანი რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. რუსები დუშეთის რაიონში იყვნენ გადმოსულები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვარიც კი არ გადაუკვეთავთ”, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა. 

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს და ახალგორის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. 


მასალის წყარო:










კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1751 | დაამატა: allfile | ტეგები: ტყვეობა, tyveoba, ოკუპანტები, okupacia, tkveoba, okupanti, ოკუპანტი, ოკუპაცია, business.info, okupantebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar