მთავარი » 2010 » ივნისი » 13 » არგენტინამ ნიგერია დაამარაცხა
12:38 PM
არგენტინამ ნიგერია დაამარაცხა

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის B ჯგუფის შეხვედრა, არგენტინასა და
ნიგერიას შორის, სადაც 1:0 დასრულდა არგენტინელების სასარგებლოდ.

ეს

ერთადერთი გოლი, მატჩის დებიუტშივე შეხვედრის მე–6 წუთზე გაბრიელ ჰაინცის
თავური დარტყმით გავიდა. პირველი ტაიმში სამხრეთ ამერიკელებს ჰქონდათ
მომენტები, რომლებიც გამოუყენებელი დარჩა.

 რაც შეეხება შეხვედრის
მეორე
ტაიმს, ნიგერიელები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ და რამდენიმე
სახიფათო მომენტი შექმნეს მეკარე რომეროს კართან.

აფრიკელების
რიგებიდან
აშკარად გამოსარჩევია მეკარე ენიემას თამაში, რომელმაც აშკარად ჩინებული
მატჩი ჩაატარა და რომ არა ის, არგენტინა უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა.

მაშ

ასე, არგენტინამ თავის პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპვა და სამი
ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო B ჯგუფის ლიდერი კი სამხრეთ კორეა
გახლავთ, რომელმაც 2:0 დაამარაცხა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები.

მსოფლიო ჩემპიონატი (I ტური, B ჯგუფი)

სტადიონი: Ellis Park Stadium (იოჰანენსბურგი)

დრო:
12 ივნისი, 18.00 საათი

არგენტინა - ნიგერი 1:0

გოლი: ჰაინცე 6.



არგენტინა: რომერო,
დემიკელისი, ჰაინცე, დი მარია, ვერონი, ჰიგუაინი, მესი, ტევესი, სამუელი,
მაშკერანო, ხონასი.

მთავარი
მწვრთნელი:
დიეგო მარადონა

ნიგერია: ენიემა, იობო, ტაივუ, შიტუ,
იაკუბო, კაიტა, ჰარუნა, ოდია, ობინა, ობასი, ეტუჰუ.

მთავარი
მწვრთნელი:
ლარს ლაგერბეკი



გაბრთხილება: ხონასი
41, ჰარუნა 77.

მსაჯი:
ვოლფანგ შტარკი
(გერმანია)




მასალის წყარო: fanebi.com









კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1299 | დაამატა: allfile | ტეგები: სამუელი, დემიკელისი, დი მარია, ჰაინცე, ტევესი, მაშკერანო, ჰიგუაინი, რომერო, ვერონი, მესი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar