მთავარი » 2010 » ივნისი » 13 » ახალი 6 ბირთვიანი Intel – ის პროცესორი სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში გამოვა
11:07 AM
ახალი 6 ბირთვიანი Intel – ის პროცესორი სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში გამოვა




როგორც დასავლეთის ქსელური წყაროები იტყობინებიან, მეოთხე კვარტალში კორპორაცია Intel წარმოადგენს "ექსტრემალურ” 6 ბირთვიან პროცესორს სამაგიდო კომპიუტერებისათვის.

Intel – ის პირველი, ამ ტიპის პროცესორი, ჩიპი იყო Core i7-980X Extreme Edition. მისი მზადება მიმდინარეობს 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით, აქვს მესამე დონის 12მბ  ქეშ მეხსიერება და 3,33 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირე.

ამ პროცესორის დასახელება იქნება  Core i7-990X Extreme Edition. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია რომ მას  ექნება მისი წინამორბედის ანალოგიური მახასიათებლები. მისი ფასი კი სავარაუდოდ იქნება $999.

ასევე ცნობილი გახდა რომ მესამე კვარტალში Intel გამოუშვებს ჩიპს Core i5-760, 4 ბირთვით.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1300 | დაამატა: allfile | ტეგები: Core i7-980X Extreme Edition, Android, ASUS, Dell, Core i7-990X Extreme Edition, Core i5-760, TechConnect Magazine, Core i7, Intel | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar