მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » ინტერნეტ-ტელევიზია მომავალში ტრადიციულ ტელევიზიას ჩაანაცვლებს
5:14 PM
ინტერნეტ-ტელევიზია მომავალში ტრადიციულ ტელევიზიას ჩაანაცვლებს
"სინგულარ
ჯგუფისა" და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით თბილისში
პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში
ინტერნეტ-ტელევიზიის განვითარებას ეხება. კონფერენციის
მთავარი მიზანია ინტერნეტ-ტელევიზიის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის
გავრცელება, ასევე ტრადიციულ მედიაში დასაქმებული ხალხის, ბლოგერების,
ვიდეო-ბლოგერების, დიზაინერების და დეველოპერებისთვის კვალიფიციური
ტრენინგის ჩატარება. კონფერენციაზე მოწვეული არიან სტუმრები BBC-დან,
Viewmy.tv-დან და Clicknetwork.tv-დან, რომლებიც ინტერნეტ ტელევიზიისა და
ონლაინ-მაუწყებლობის ყველა საინტერესო ასპექტზე ისაუბრებენ. პირველი
საკონფერენციო დღე, რომელიც 16 აპრილს იყო დაგეგმილი, გამიზნული იყო
ჟურნალისტების, სოციალური მედიის სპეციალისტების, ბლოგერების და პოტენციური
ვიდეო-კონტენტის შემქმნელებისთვის. მეორე საკონფერენციო დღის თემები კი
საინტერესო იქნება ტექნიკური განათლებისა და პროფილის
სპეციალისტებისთვის, ასევე არსებული ონლაინ-მაუწყებლების და მედიის
წარმომადგენლებისთვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის
ცოდნის გაღრმავებას საჭიროებენ. თუ როგორ ჩაიარა პირველმა საკონფერენციო
დღემ, რა პრობლემატური საკითხები იქნა განხილული და რას უნდა ველოდოთ მეორე
საკონფერენციო დღიდან, ამას "სინგულარ ჯგუფის" აღმასრულებელ დირექტორთან,
გიორგი შამუგიასთან ინტერვიუში შეიტყობთ?

რატომ
დაინტერესდა "სინგულარ ჯგუფი" საქართველოში ინტერნეტ-ტელევიზიის
განვითარებით და რა კონკრეტულ საკითხებს განიხილავენ კონფერენციის
მომხსენებლები?


 


"სინგულარ
ჯგუფი" დაინტერესებულია საქართველოში ახალი მედიის განვითარებით და ჩვენს
მიზანს აღნიშნული მიმართულებით ხელშწყობა წარმოადგენს. გვაქვს სამი
განსხვავებული პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. რათქმაუნდა, ეს
იქნება ინტერნეტ-ტელევიზიის თემაზე და ასევე ვაპირებთ ბლოგერებისთვის
განკუთვნილი პროექტის განხორციელებას. ჩვენ ვართ დეველოპერული ჯგუფი და
შესაბამისად, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საზოგადოებას ავუმაღლოთ
ცნობადობა ჩვენი საქმიანობის მიმართ. კონფერენციის ძირითადი მისია
საზოგადოების სოციალური მედიით და მისი შესაძლებლობებით დაინტერსებაა.
ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ წინა პლანზე წამოწია ახალი მედიის
განვითარების საკითხი, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ინტერნეტ-ტელევიზიას
უკავია. ძალიან, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ინტერნეტ-ტელევიზია
აი-პი ტელევიზიასთან არის გაიგივებული. უნდა განისაზღვროს, რომ აი-პი
ტელევიზია ქმნის სტანდარტული სატელევიზიო მასალის გადაცემას, ხოლო
ინტერნეტ-ტელევიზია არის სპეციალურად ინტერნეტისთვის შექმნილი კონტენტი და
გადაეცემა საერთო გლობალური ინტერნეტ-არხით. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება
ჩვენს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც ორ ძირითად დღედ არის
დაყოფილი. პირველი დღე  ორიენტირებულია ძირითადად ჟურნალისტებისთვის და
განიხილება ისეთი საკითხი, როგორიცაა სტანდარტული ონ-ლაინ მედიის შექმნა.
რათქმაუნდა, სტანდარტებით ონ-ლაინ მედია განსხვავდება ტრადიციული
მედიისგან. ასევე მოწვეული სტუმრები უზიარებენ ქართველ ჟურნალისტებს ცოდნას
საკუთარი ონ-ლაინ მასალის პოპულარიზაციის ტექნოლოგიების შესახებ, რაც
შეიძლება იყოს ვიდეო-ბლოგინგი და მასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო
საკითხი. რაც შეეხება კონფერენციის მეორე დღეს, იგი განკუთვნილია
დეველოპერებისთვის და განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა
ინტერნეტ-ტელევიზიისთვის პლატფორმის შექმნა და მასთან დაკავშირებული
პრობლემები, როგორ შეიძლება რეკლამის მოზიდვა, რათა მოხდეს აღნიშნული
საქმიანობის ფინანსური დაინტერესების კუთხით წარმართვაა, რა თანამედროვე
ტექნოლოგიები და ინოვაციური სარეკლამო მოდულები არსებობს და ა.შ.


 


თქვენი
შეფასებით საქართველოში სოციალური მედია განვიტარების რა საფეხურზე
იმყოფება და რისი გაკეთება არის საჭირო მისი პოპულარიზაციისათვის?


 


საქართველოში
სოციალური მედია განვითარების საწყის საფეხურზეა და ამას თავისი მიზეზები
გააჩნია. პირველი, ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობა აღნიშნული
საკითხით, ხოლო მეორე და უმთავრესი გახლავთ საზოგადოების ჩართულობის
ნაკლებობა ამა თუ იმ სოციალურ პროექტებში. ცნობისათვის, უცხოელების მიერ
ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ქართველებს სოციალურ პროექტებში
აქტიურობის გამოვლენა ნაკლებად შეუძლიათ. უპირველეს ყოვლისა საჭიროა
საზოგადოების ცნობიერება ვამაღლოთ და  ვაჩვენოთ, თუ რაოდენ დიდი სარგებლის
მოტანა შეუძლია სოციალურ მედიას. გარდა ამისა, ერთ-ერთ პრობლემას
წარმოადგენს თავად მომხმარებელი, რომელმაც უნდა მოახდინოს სოციალური
სერვისების პოპულარიზაცია. შესაძლოა დღესდღეობით ქვეყანაში არ არის ბევრი
ბლოგერი, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არც მომხმარებლები ჰყავთ საკმაო
რაოდენობის. არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც საინტერესო პოსტის
წაკითხვას გასართობი სახის ვიდეოს ნახვა ურჩევნიათ. ამ პრობლემის
გადაწყვეტა კი შესაძლებელია ვიდეო-ბლოგინგით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
ეს არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.
მომხმარებლისთვის გაცილებით დასამახსოვრებელია და ადვილად აღქმადია აუდიო
და ვიდეო მასალა, ვიდრე ბეჭდვითი. აქედან გამომდინარე, ვიდეო-ბლოგინგი
სოციალური მედიის განვითარების ერთ-ერთი სუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა,
ინტერნეტ-ტელევიზიის განვითარება საკმაოდ დიდ ინტელექტუალურ და ფინანსურ
რესურსებს ითხოვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ინვესტორების დაინტერესება
უნდა მოხდეს.


 


რამდენად
არის შესაძლებელი, რომ საქართველოში ბიზნეს-სექტორი დაინტერესდეს იგივე
ინტერნეტ-ტელევიზიის ან ბლოგინგის განვითარებით და მისი კორპორატიული
მიზნებისთვის გამოყენებით?


 


უნდა
ითქვას, რომ ინტერნეტ-ტელევიზია ბიზნეს სექორისთვის უდავოდ დიდი
ინტერსესის სფეროა. მაგალითისთვის, 2009 წელს დიდ ბრიტანეთში
ინტერნეტ-რეკლამების რაოდნობამ სატელევიზიო რეკლამებს გადააჭარბა.
ბლოგინგით კერძო კომპანია დაინტერესდება იმ შემთხვევაში, თუ ბლოგერი მას
კონკრეტულ მოდელს შესთავაზებს, რაც კომპანიის ინტერესებში ჯდება. 
კონფერენციაზე მოწვეულები არიან სინგაპურელი ბლოგერები, რომლებმაც თავიანთი
საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებით განავითარეს. ისინი კონკრეტულ
კომპანიებს სთავაზობენ მათი პროდუქციის შესახებ დამზადებულ ვიდეო-მასალებს,
პოსტებს და ამ გზით საკმაოდ დიდ პოპულარობას მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ
საქართველოშიც ბლოგინგი განვითარების ამ მიმართულებით უნდა წავიდეს.


 


შესაძლებელია
თუ არა მომავალში ინტერნეტ-ტელევიზიამ ტრადიციული ტელევიზია ჩაანაცვლოს?


 


ეს
სავსებით შესაძლებელია და ამის ნათელ მაგალითს myvideo.ge წარმოადგენს,
რომელსაც გააჩნია როგორც ლაივ სტრიმი, ასევე ჩანაწერების არქივი. როგორც
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, myvideo.ge საკმაოდ პოპულარულია და
შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიის ჩანაცვლებაც შეუძლია. ეს განპირობებულია
იმით, რომ მაყურებლისთვის გამომდინარე დროის სიმწირიდან, საყვარელი
გადაცემის ნახვა მოგივანებით, სასურველ დროსაა შესაძლებელი. ჩვენ საუკუნეში
კი ეს სისტემა გაცილებით მოხერხებულია და მომხმარებელზე არის მორგებული.
რეალურად შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში ინტერნეტ-ტელევიზიამ ჩაანაცვლოს
ტრადიციული ტელევიზია. ეს საკითხი ასევე საინტერეოა სარეკლამო
მიმართულებით. ცნობილია, რომ სატელევიზიო რეკლამების ხილვადობის
მაჩვენებელი სკმაოდ დაეცა. ინტერნეტით კი გაცილებით ადვილია რეკლამის
აღქმა. ასევე რამდენიმე პლიუსი აქვს ინტერნეტ-რეკლამას, შესაძლებელია
მომხმარებელთა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების დადგენა, შესაბამისად
რეკლამირების სწორი მიმართულებით წარმართვა. ინტერნეტში რეკლამირების
თანხის ინვესტიცია გაცილებით მომგებიანია რეკლამის დამკვეთისთვის, ვიდრე
ტელე-რეკლამა. 


 


 


რამდენად
არის ინტერნეტ-ტელევიზიით, იგივე ბლოგინგით ცრუ ინფორმაციის გავრცელების
საშიშროება და როგორ უნდა მოხდეს ამის თავიდან აცილება?


 


რათქმაუნდა,
იყო შემთხვევები, როცა მსგავს ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ამის კონტროლი ისეთ
ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა youtube ან myvideo ფაქტიურად შეუძლებელია.
ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს ინტერნეტ-ტელევიზიის ჩამოყალიბების დროს,
რათა მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული, ეს არის სპეციალისტებისგან
დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა, რომელიც გადაამოწმებს ინფორმაციის
სანდოობას და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება იგი ვებ-გვერდზე. ისევ და
ისევ, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ადამიანური რესურსებია საჭირო.


 


ავტორი:
ირინა ჭოჭუა


ინფორმაციის, მასალის წყარო: Navigator.Ge










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1612 | დაამატა: allfile | ტეგები: Clicknetwork.tv, Viewmy.tv, BBC, www.navigator.ge, Online tv, YouTube, TV, myvideo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar