მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » დაივიწყე მუცლის ტკივილი და სპაზმი
4:01 PM
დაივიწყე მუცლის ტკივილი და სპაზმი


1) რას ნიშნავს კუჭ-ნაწლავის სპაზმი და რატომ ვითარდება იგი?

ნაწლავებში საკვები და მისი გადამუშავებული პროდუქტები გადაადგილდება ნაწლავის კედელში არსებული სპეციალური კუნთების (გლუვი კუნთების) რიტმული და თანმიმდევრული შეკუმშვის ხარჯზე. ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ჩვენ მას ვერ ვგრძნობთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა გამღიზიანებლისადმი. ზოგიერთი საკვები პროდუქტის, ბაქტერიის, სტრესის ან ნერვიულობის ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია დაირღვეს ნაწლავის კუნთების ნორმალური მუშაობა და იგი ზომაზე მეტად შეიკუმშოს, ანუ განვითარდეს სპაზმი. ეს აღიქმება როგორც ძლიერი სპაზმური ტკივილი, რომელიც შეიძლება საათობით გაგრძელდეს.

2) რა იწვევს ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილს და სპაზმს?

- მომატებული მგრძნობელობა გარკვული ტიპის საკვები პროდუქტების მიმართ: ცხიმიანი, მწარე საკვები, ყავა, ალკოჰოლური სასმელი, ციტრუსები..
- სტრესი, ნევროზული მდგომარეობა
- კვების არასწორი რეჟიმი: სწრაფი კვება, კვებათა შორის დიდი შუალედი..
- ჩვეული დღის რეჟიმის შეცვლა: მოგზაურობა..

3) რა მივიღოთ ?

ანასპანი (ჰიოსცინის ბუთილბრომიდი)
ეფექტური და უსაფრთხო სპაზმის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

4) რა დროს მივიღოთ ?

ანასპანის ჩვენებებია :

- თირკმლის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების ჭვალი
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების ფაზაში (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში)
- მენსტრუალური ტკივილი

5) რით განსხვავდება ანასპანი ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლებისგან?

ანასპანი ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლებისგან განსხვავებით მხოლოდ ტკივილის მოხსნას არ განაპირობებს, არამედ მიზანმიმართულად მოქმედებს ტკივილის გამომწვევ მიზეზზე.
ანასპანი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების გლუვ კუნთოვან შრეზე, იწვევს მის სწრაფ მოდუნებას და უზრუნველყოფს მუცლის ტკივილის და სპაზმის სწრაფ და ეფექტურ მოხსნას.
ანასპანს ახასიათებს მიზანმიმართული მოქმედება მხოლოდ ტკივილის კერაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ მოქმედებს სხვა ორგანოებზე და შესაბამისად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.
ანასპანის კომბინაცია ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან იძლევა უფრო სწრაფ ეფექტს.

6) როგორ მივიღოთ ?

მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში :
1-2 ტაბლეტი 3-5 ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია










კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 3195 | დაამატა: | ტეგები: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი, ანასპანი, კუჭ-ნაწლავი, სპაზმი, ნაღვლის ბუშტი, GM Pharmaceuticals, GMP, Anaspan, ჯი-ემ-პი, მენსტრუალური ტკივილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar