მთავარი » 2010 ივნისი 10 » იოჰან ვოლფგანგ გოეთე / Johann Wolfgang Von Goethe
10:18 PM იოჰან ვოლფგანგ გოეთე / Johann Wolfgang Von Goethe | |
* მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის. * ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე. * დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად. * მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას. * არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. * კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. * თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ. * ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას. * იმედი უბედურთა მეორე სულია. * სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. * ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს. * მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი. * ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს. * მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას. * შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. * ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია. * ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |