მთავარი » 2010 » მაისი » 24 » The Onion
3:32 PM
The Onion


2008 წელს ნანახ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო The onion movie (რომელიც საშინელი გახმოვანებით იდო თავიდან ქართულ ვებსივრცეში, თუ ვინმეს დააინტერესებს – აწი ორიგინალური/ნორმალური რუსულითაც დევს ოფლაინ.ჯიზე).

გუშინ სრულიად შემთხვევით ნეტში აღმოვაჩინე საიტი – http://www.theonion.com და მოგვიანებით ვიკიზეც დავსერჩე. The onion, ანუ ხახვი არის საკმაოდ დიდი "ყალბ სიახლეთა” ორგანიზაცია. ამერიკაში გამოდის გაზეთი (რომელიც თავდაპირველად ორმა სტუდენტმა დააარსა) და საიტი კი ძალიან, ძალიან პოპულარულია. [მე პირადად განსაკუთრებით გავერთე საიტზე მსოფლიოს რუკით და ზედ დატანებული ცრუ ინფორმაციებით ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ.] ვებში იდება მათი ვიდეოებიც – The onion news.

მოკლედ, მათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს, მოეწონა და ჩემსავით ჯერ არ აღმოუჩენია მთელი ამხელა სამყარო ფილმის უკან – ველქამ! საიტის განახლებები გამოვიწერე კიდეც.

ბონუსი:

ძალიან სასიამოვნო და ჩამთრევი მინითამაში – Boomshine.

მე მე-12 ლეველი ვერ დავხურე, კიბორგამ – დახურა. გპირდებით, რომ ნუ, მე-12 ლეველამდე მაინც ვერ მოეშვებით თამაშს.

P.S: ფაზლის კეთება ძლივს დავამთავრეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ცალი დაგვიკარგავს (ან თავიდანვე აკლდა). ჯანსაღად ვიბღავლე ამის გამო ასე 15-20-25-30 წუთი. მერე უჩას სახეზე წავიკითხე, რომ ტირილის და იატაკზე ფაზლის ნაკუწის საძებნელად ისტერიული ფორთხვის გაგრძელებას ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა  და ნელ-ნელა მოვუკლე.

P.S.1: ექოზე ვიყავი, სურათი მომცეს ჩემდა გასაკვირად.  ბავშვს ჰგავს, ცხვირი აქვს და ყველაფერი : )))

მთელი დღის განმავლობაში ხშირ-ხშირად ვუყურებდი.

მერე აღმოვაჩინე – რაც უფრო მეტად ვაშტერდებოდი, მით უფრო არასიმპატიურად მეჩვენებოდა.

თან ექოსკოპისტმა მითხრა, შენ გგავსო, ალბათ ისე, სიტყვის მასალად, თუმცა ამან ვერ შემაჩერა და წარმოვიდგინე, მე რომ ბიჭი ვიყო – საკმაოდ მახინჯი ვიქნებოდი…

მერე თავი დავიმშვიდე, ბიჭია და სულაც არ სჭირდება სილამაზე, მთავარია ცოტათი აზროვნებდეს და ქალების შესაბმელ ჭკუას კი გავუკეთებთ რამენაირად – და შევინახე ექოს სურათი კარადაში – უჩას განქორწინების, ჩვენი ხელმოწერის და კიდევ რამდენიმე

არასაჭირო საბუთთან ერთად.









კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1314 | დაამატა: allfile | ტეგები: ფაზლი, The Onion, ultrasound, ორსულობა, Onion news, ექოსკოპია, pregnancy, Onion world, boomshine, ხახვი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar