მთავარი » 2010 » მაისი » 18 » უსაფრთხოების ბალიში
5:31 PM
უსაფრთხოების ბალიში

http://www.safedriving.ge/assets/images/airbag_1.jpg


დღეისათვის უსაფრთხოების ბალიში ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ძვირადღირებული ასევე იაფფასიანი მანქანებისთვის. ისინი განკუთვნილია როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვისაც წინა და უკანა სავარძელზე და იცავს მათ როგორც ფრონტალური ასევე გვერდითი დაჯახების შემთხვევაში.

უსაფრთხოების წინა ბალიშების დანიშნულებაა პირდაპირი შეჯახების დროს მძღოლის და მგზავრების დაცვა ტრავმებისაგან, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სალონის მყარ დეტალებთან ადამიანის შეჯახებამ ან საქარე მინის ნამსხვრევებმა. ავარიის დროს წინიდან დარტყმის შემთხვევაში მანქანის წინა ნაწილში განთავსებული სენსორი სიგნალს გადასცემს მართვის ბლოკს. ის თავის მხრივ იმპულსს გადასცემს დეტონატორს, რომელიც ფეთქდება და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გაზით 0,04 წამში ბერავს უსაფრთხოების ბალიშებს.

უსაფრთხოების წინა ბალიშების გარდა თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია გვერდითი ბალიშებითაც. ისინი განკუთვნილია მგზავრების დასაცავად გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში და მოთავსებულია ავტომანქანის კარებში ან წინა სავარძლების კედლებზე.

უსაფრთხოების ბალიშების გამოყენებისას პირდაპირი შეჯახების დროს მძღოლის დაღუპვის ალბათობა მცირდება 20-25%-ით.











კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1497 | დაამატა: allfile | ტეგები: balishebi, უსაფრთხოება, usafrtkhoebis balishebi, balishi, უსაფრთხოების ბალიში, usafrtxoebis balishi, usafrtxoeba, უსაფრთხოების ბალიშები, usafrtkhoeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar