მთავარი » 2010 მაისი 12 » NDI: ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს
0:23 AM NDI: ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს | |
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად მოსახლეობამ 22 ინსტიტუტის და პოლიტიკური ფიგურიდან ყველაზე დიდ ნდობა საქართველოს პატრიარქს, შემდეგ ქართულ არმიას, პოლიციას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოპოზიციამ ამ გამოკითხვაში ბოლო, 22 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 11-დან 26 აპრილამდე სოციოლოგიური
კვლევა ჩაატარა. სულ 2 378 ადამიანია გამოკითხული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |