მთავარი » 2010 » მაისი » 3 » ელიტ ელექტრონიქსი
2:42 PM
ელიტ ელექტრონიქსი






 ,,ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკის, მანქანის სტერეო სისტემების და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს მისიაა ღირსეული წვლილი შეიტანოს წარმატებული ადამიანებისა და ქვეყნის განვითარებაში, მიაწოდოს თანამედროვე ტექნოლოგიები თითოეულ ოჯახს და თითოეულ ადამიანს ფართო ასორტიმენტითა და საუკეთესო მომსახურებით.

კომპანიის ძირითადი ღირებულებებია:
ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი მორალი
მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და წარმატებისკენ
მუდმივი ზრუნვა მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებისათვის.

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი" სახელწოდებით ,,ელიტა XXI" 1996 წლის 8 მაისს ქ. ბათუმში დაარსდა. დაარსების მომენტისათვის კომპანია სულ 3 თანამშრომელს ითვლიდა, ამ დროისათვის კი დასაქმებულთა რაოდენობამ 900 კაცს მიაღწია. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო აუდიო-ვიდეო კასეტების რეალიზაციით, ხოლო მოგვიანებით ასორტიმენტი გაფართოვდა და მას აუდიო -ვიდეო ტექნიკაც დაემატა.

1998 წელს ქ. ბათუმში 4 მაღაზია გაიხსნა, ამავდროულად თბილისში იხსნება მაღაზია ,,ელიტ ელექტრონიქსი", რომელიც დღემდე აღმაშენებლის გამზირზეა. ამავე წელს კომპანია ,,ელიტა XXI"-მ დაიწყო ჩასაშენებელი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია, პარალელურად გაიხსნა ფილიალები ქუთაისსა და თბილისშიც.

1998 წლიდან კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსი" BOSCH & SIEMENS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ბოშის ორ დისტრიბუტორს შორის ,,ელიტა XXI"-მ გაყიდვების მხრივ ლიდერის პოზიცია დაიკავა.

1999 წელს კომპანიის მორიგი ფილიალი ქუთაისშიც გაიხსნა.

2000 წელს კომპანია გახდა VESTEL-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ამავე წელს დაიდო ხელშეკრულება კომპანია ჯეოსელთან, რის საფუძველზეც ,,ელიტ ელექტრონიქსი" ჯეოსელის დისტრიბუტორიც გახდა. 

2001 წელს გაიხსნა მობილური ტელეფონების მაღაზია მარჯანიშვილზე. ამავე წელს კომპანია ,,ელიტა XXI"-ს ცენტრალურმა ოფისმა ბათუმიდან თბილისში გადაინაცვლა.

2005 წელს კომპანია საქართველოში VOGEL-ის ექსკლუზიური იმპორტიორი ხდება.

2005 წლიდან ,,ელიტ ელექტრონიქსი" SAMSUNG-ის ოფიციალური და ამასთანავე SAMSUNG-ის მობილური ტელეფონების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. შეიქმნა ტელეფონები ქართული მენიუთი. 23 ნოემბერს გაიხსნა ახალი მაღაზია გლდანში და ბოშის საფირმო მაღაზია სავაჭრო ცენტრ GTC-ში.

2006 წელს იხსნება მაღაზიები: წერეთელზე, სავაჭრო ცენტრ ,,კიდობანში”, ვაჟა-ფშაველაზე, ასევე სენაკსა და ზესტაფონში, ამავე წელს ბოშის საფირმო მაღაზია აღმაშენებელზე.

2006 წელს ,,ელიტ ელექტრონიქსი" ხდება GORENJE-სა და FAGOR-ის ექსკლუზიური, ხოლო TEFAL-ის, ROWENTA-სა და MOULINEX-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია ასევე ხდება ბათუმის ცენტრალური უნივერმაღის მფლობელი, სადაც ბიზნეს-სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

2007 წელს კორპორაცია ,,ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოში BOSCH, SIEMENS და GAGGENAU-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა.

2007 წლის 21 ივნისი - კორპორაცია ,,ელიტ ელექტრონიქსი" უშვებს პირველ ქართულ კორპორატიულ ობლიგაციას, რომელიც არასაფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა და საზოგადოებას ობლიგაციის შეძენის შემთხვევაში ყველაზე დიდი წლიური სარგებელი შესთავაზა. (ერთწლიანი ობლიგაციის შეძენის შემთხვევაში 15,5%, სამწლიანი ობლიგაციის შემთხვევაში კი - წლიური სარგებელი 16,75%).

2007 წლის 26 ივნისს შპს ,,ელიტ ელექტრონიქსი" სააქციო საზოგადოებად დარეგისტრირდა.

2007 წლის 30 ივლისს კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქს"-ს ტენდერში გამარჯვების შედეგად ნავთლუღის რკინიგზის სადგური 49 წლიანი არენდით გადაეცა. ბათუმის ცენტრალური უნივერმაღის მსგავსად, ევროპული სტანდარტების შესაბამის რკინიგზასთან ერთად, აქაც ბიზნეს-სავაჭრო ცენტრი განთავსდება.

დღესდღეობით კორპორაცია საქართველოს მაშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 14 მაღაზიას მოიცავს.
2010 წლის 24 თებერვლიდან კომპანია "ელიტ ელექტრონიქსს" ახალი მენეჯმენტი ჩაუდგა სათავეში, რომელიც გეგმავს სწრაფად გამოასწოროს ძველი მენეჯმენტის შეცდომები და ეფექტური ანტიკრიზისული პროგრამით გააჯანსაღოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, მოიზიდოს ინვესტიციები და რაც მთავარია გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა მომწოდებლებთან.

"ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დირექტორის ახლით შეცვლა აქციონერებმა გადაწყვიტეს იმის გამო, რომ ძველი მენეჯმენტი ვერ ახერხებდა კომპანიის ეფექტურ მართვას და იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს, რის გამოც კომპანიას დაუგროვდა უზარმაზარი ვალდებულება ბანკების (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და რესპუბლიკა) წინაშე.

დირექტორის შეცვლას წინ უძღოდა 3 თვიანი გარდამავალი პერიოდი, როდესაც კრედიტორმა ბანკებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგდებული კომპანია გაკოტრებას გადარჩენილიყო და აღმოფხვრილიყო ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა კომპანიის მართვაში.

საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, საქონლის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, განაპირობებს ,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.








კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 2450 | დაამატა: allfile | ტეგები: MOULINEX, elit electronix, GAGGENAU, ROWENTA, BOSCH, TEFAL, siemens, GTC, VESTEL | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar