მთავარი » 2010 აპრილი 27 » ნიკო გომელაური - მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები
4:04 PM ნიკო გომელაური - მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები | |
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |