3:04 PM Михаил Шуфутинский | |
ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი მიხეილ შუფუტინსკი, 1948 წლის 13 აპრილს მოსკოვში დაიბადა. მუსიკალური სკოლა და იპოლიტე ივანოვას სახელობის მუსიკალური სასწავლებელი სადირიჟორი-საგუნდო სპეციალორობით დაამთავრა. იგი სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად, რესტორნებში „ვარშავა" და „მეტროპოლში" მღეროდა. შუროვის და რიკუნინის ვოკალურ დუეტს კი აკომპანირებას უწევდა. 70-იანი წლის დასაწყისში კი პოპ-მღერალი მუსიკოსებთან, იგორ ლოგაჩევთან, ლეონიდ ლობკოვსკისთან, საქსაფონისტთან ვალერი კაცლენსონთან და მომღერალ ნიკოლა ემკასიანოვთან ერთად მაგადანში გადადის, სადაც რესტორანში „Северный" მღერის და პირველ სამაგნიტაფონო ჩანაწერებს აკეთებს. მაგადანიდან დაბრუნების შემდეგ, იგი გარკვეული დროით ანსამბლში „აკორდი"
პიანისტად იწყებს მუშაობას და სულ მალე ვოკალურ- ინსტრუმენტალური
ანსამბლის „Лейся, песня" ხელმძღვანელი ხდება. შემდეგ, შუფუტინსკი სხვადასხვა ანსამბლების წევრებთან ერთად,
რესტორნებში „Жемчужин" და „Moscow Nights" მღერის. 1990 წელს მიხეილ შუფიტინსკი ანსამბლ „Экспресс"-თან ერთად რუსეთში საგასტროლო ტურნეს მართავს. ფირმაში „Мелодия" კი, იგი ფირფიტას „М. Шуфутинский в Москве" წერს. 1996 წელს კი, ჯგუფის „Вкус меда" პროდიუსერი ხდება.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.shufutinsky.net დისკოგრაფია:
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |