მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » Khinkali / ხინკალი (რეცეპტი)
2:53 PM
Khinkali / ხინკალი (რეცეპტი)



ინგრედიენტები: 1 კგ. ხორცი;
                         5 თავი ხახვი;
                         1 ც. კვერცხი;
                         მწვანილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

  
  
მომზადების წესი: ღორის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოვებით 1 ჩ/ჭ). 
  მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრელით, ან ჭიქით და კიდევ გავაბრტყელოთ. თვითოეულ გამოჭრილ ცომზე მოვათავსოთ 1 ს/კ მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, შემოვგრიხოთ და ”კუჭი” დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. 
  შეხვეული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ. ქვაბი დროგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიიკრას. როდესაც ყველა ხინკალი წყალზე ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.
  სუფრასთან ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.


მასალა მოგვაწოდა:    http://mzareuli.ucoz.com/ 










კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2534 | დაამატა: allfile | ტეგები: მარილი, კულინარია, ხილკალი, გემრიელი რეცეპტები, ხახვი, პილპილი, ხორცი, კვერცხი, ფქვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar