მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » მარგერიტ დიურასი / Marguerite Duras
10:33 PM
მარგერიტ დიურასი / Marguerite Duras
 
 
 

მარგერიტ დიურასი / Marguerite Duras
საქმიანობა: მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი
დაიბადა: 4.04.1914 - საიგონის რეგიონი, ინდოჩინეთი, ამჟ. ვიეტნამი
გარდაიცვალა: 3.03.1996 (81 წლის) - პარიზი, საფრანგეთი  (პერიოდი1958—1995)


მარგერიტ დიურასი (Marguerite Duras), ნამდვილი სახელი მარგერიტ დონადიე (Marguerite Donnadieu) (დ. 4 აპრილი, 1914, ინდოჩინეთი - გ. 3 მარტი, 1996, პარიზი) — ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი. სექციების სია
1 ბიოგრაფია 2 შემოქმედება 3 დიურასი და ახალი რომანი 4 მარგერიტ დიურასის პრემია 5 რომანები 6 პიესები 7 კინოსცენარები 8 ასოციაციები 9 რესურსები ინტერნეტში
ბიოგრაფია
მარგერიტ დიურასი პარიზში 1927 წელს ჩადის და უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და მათემატიკას სწავლობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი წინააღმდეგობის მოძრაობაში შედის და აქვეყნებს თავის პირველ წიგნებს. ომის შემდეგ მარგარეტი კომუნისტური პარტიის წევრი ხდება, მაგრამ 1995 წელს პარტიიდან გარიცხავენ. მოგვიანებით იგი იწყებს ალჟირის ომის წინააღმდეგ გამოსვლებს. პარალელურად აქვეყნებს თავის პირველ პიესებს. 1959 წლიდან კი სცენარების წერას იწყებს.
 
შემოქმედება

ინდოჩინეთში დაბადებული და გაზრდილი მარგერიტ დიურასის პირველი რომანები (წინდაუხედავნი, 1943; მშვიდი ცხოვრება, 1944) პროვინციულ გარემოსა და ოჯახურ ვნებებზე კონცენტრირებული ყურადღებით მორიაკისეულ სამყაროს უახლოვდება. ჯერ კიდევ ტრადიციული ფორმის ქვეშ ჩნდება დიურასის მთელი შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თემები: მოწყენილობა, დედა-შვილის დაძაბული ურთიერთობა. 1950 წელს გამოსულ რომანში კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ უკვე იჩენს თავს ავტობიოგრაფიული ელემენტები და პირველად ჩნდება კოლონიალური ინდოჩინეთის ატმოსფერო. 1953-1958 წლები ფორმალური განვითარებისა და სიმბოლური მნიშვნელობის ზრდის ხანაა, ძირითად თემას კი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს (მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952; ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953).
ფორმალური გარდატეხა ხდება 1955 წელს დაწერილ მცირე ზომის რომანში სკვერი, სადაც მოცემულია ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოსა და მოგზაურ კომერსანტს შორის საუბარი. ერთდროულად ცერემონიალური და ბანალური დიალოგის მიღმა ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა. რაც მთავარია, ამ მოთხრობაში ყალიბდება ის სამწერლობო ტექნიკა, რომელიც დამახასიათებელი გახდება დიურასის შემდგომი ნაწარმოებებისთვის: ინტრიგის უკიდურესი შემჭიდროება და დიალოგიზირებული ფორმა. ამ პერიოდს უკავშირდება დიურასის პირველი ყველაზე დიდი წარმატება, რომანი Moderato cantabile, რომელიც 1960 წელს პიტერ ბრუკის მიერ ფილმად იქნა გადაღებული (მთ როლებში ჟანა მორო და ჟან-პოლ ბელმონდო).
1968 წლის მაისის მოვლენების შემდეგ მარგარეტ დიურასის შემოქმედება უფრო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათს იღებს და კინოსცენარებსა და რეჟისორობაზე ორიენტირდება (დაანგრიეთ – ამბობს ის, 1969; სატვირთო მანქანა, 1977). 1980 წლიდან მწერალი ისევ ავტობიოგრაფიულ რომანებს უბრუნდება (საყვარელი, 1984; ტკივილი, 1985; სასიკვდილო დაავადება, 1982; ცისფერი თვალები, შავი თმა, 1986) და გონკურის პრემიასაც იღებს რომანისთვის საყვარელი, რომელიც ჟან-ჟაკ ანოს მიერ იქნა გადაღებული 1992 წელს.
 
დიურასი და ახალი რომანი

ხშირად მარგერიტ დიურასს 50-იან წლებში საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, ახალ რომანს აკუთვნებენ, რასაც თავად მწერალი კატეგორიულად უარყოფს. დიურასი ახალ რომანს დოქტრინაზე დაფუძნებულობასა და ინტელექტუალიზმში გადავარდნას უსაყვედურებს. დიურასი კატეგორიულ უარს ამბობს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კოლოქვიუმებში მონაწილეობაზე.
 
მარგერიტ დიურასის პრემია

მარგერიტ დიურასის პრემია 2001 წელს წელს დაარსდა დიურასის ასოციაციის მიერ. პრემია გადაეცემა მაისის თვეში საუკეთესო წიგნს, თეატრალურ პიესას ან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები.
 
რომანები
წინდაუხედავნი, 1943 წყნარი ცხოვრება, 1944 კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ, 1950 მეზღვაური გიბრალტარიდან, 1952 ტარკვინიის პატარა ცხენები, 1953 სკვერი, 1955 Moderato cantabile, 1958 ზაფხულის საღამოს თერთმეტის ნახევარი, 1960 ლოლ ვ. სტეინის გატაცება, 1964 ვიცე კონსული, 1966 ინგლისელი საყვარელი, 1967 დაანგრიეთ - ამბობს ის, 1969 სასიკვდილო დაავადება, 1982 საყვარელი, 1984 ტკივილი, 1985 ცისფერი თვალები, შავი თმები, 1986 ზაფხულის წვიმა, 1990 საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან, 1991 იან ანდრეა სტეინერი, 1992 წერა, 1993 გარე სამყარო, 1993
 
პიესები
 
სენ-ე-უაზის ხიდები, 1960 ცხოველი და ჯუნგლი, 1962 ვერა ბაქსტერი, 1983
 
 
კინოსცენარები

ჰიროსიმა ჩემი სიყვარული, 1959 ასეთი ხანგრძლივი არყოფნა, 1961 ინდია სონგი, 1975 სატვირთო მანქანა, 1977
 
 
 
 
 




კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1531 | დაამატა: allfile | ტეგები: იურისპრუდენცია, ვიეტნამი, საიგონი, მარგერიტ დიურასი, ინდოჩინეთი, Marguerite Donnadieu, Marguerite Duras, Moderato cantabile, მარგერიტ დონადიე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar