მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ნიკოლოზ გომელაური
7:02 PM
ნიკოლოზ გომელაური

ნიკოლოზ გომელაური - OFFLine.Ge

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


ნიკოლოზ გომელაური


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .



ნიკოლოზ გომელაური


დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...


ნიკოლოზ გომელაური


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ, მე ჯერ არსად წასვლას


ნიკოლოზ გომელაური








მე ძალიან მომენატრება ! recourse








კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1856 | დაამატა: allfile | ტეგები: nikoloz gomelauri, Niko Gomelauri, გომელაური, ნიკოლოზ გომელაური, ნიკო გომელაური, gomelauri, nikolozi gomelauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 giorgi • 10:51 AM, 2010-04-26
me dzalian momenatrebi nikoloz dzalian miyvars sheni leksebi da yoveltvis viswavli shen leksebs dzalian miyvarxar vwuxvar ro mokvdi vitires ki
avatar