მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ბოზბაში / Bozbashi
9:42 AM
ბოზბაში / Bozbashi




წყალში ჩაყარეთ ცხვრის ნაჭრები და დუმის მოზრდილი ნაჭერი. მოდუღებულს მოხადეთ ქაფი. ცოტა ხანში ამოიღეთ დუმა ნახარშიდან და მანქანაში გაატარეთ. როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოშუშეთ 2-3 თავი ხახვი და დუმასთან ერთად წვენში ჩააბრუნეთ. გაუწყეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი (დუშისტი პერეც),ძორა, მარილი შავი და ცოტა წითელი პილპილი, ტომატის პასტა და ბოლოს ჩაყარეთ ქინძი და ცოტა პიტნა.

ყველაზე კარგი ბოზბაში ძროხის ხაშლამის ნახარშში კეთდება. ყველა დიასახლისი ნებისმიერი სადილის მომზადებისას ინდივიდუალურად იღებს საერთოდ პროპორციებს, ანუ თავისი გემოვნებით კმაზავს. ბოზბაშიც ასეა, ერთხელ გააკეთე და მერე შენს გემოზე დააყენებ. ისე, ღმერთო ყველა დაგვიფარე, მაგრამ კახეთში ქელეხში რომ ბოზბაშს აკეთებენ, იმას არაფერი შეედრება!









კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1737 | დაამატა: allfile | ტეგები: ბოზბაში, ნდივიდუალური, ckhvari, cxvari, დუმა, ცხვარი, ხორცი, bozbashi, duma, ხაშლამა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar