მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » მსოფლიო პოპ-მუსიკა 1960-ანი წლების მიწურულს
12:28 PM
მსოფლიო პოპ-მუსიკა 1960-ანი წლების მიწურულს



Monterey International Pop Festival

1960-იან წლებში როკ-ენ-როლის განვითარებასთან ერთან,პოპულარული მუსიკის სხვა ჟანრებიც ვითარდებოდა.
აშშ-ში მოღვაწე მომღერლები,უდიდეს ყურადღებას ანიჭენბდნენ სიმღერების ტექსტებს, მელოდიკო-ჰარმონიულ სიმდიდრეს, არანჟირების ხარისხს. გარდა ამისა, ჩნდება შემსრულებლის ვოკალური მონაცემებისადმი გარკვეული მოთხოვნილება.ამ სტილის წარმომადგენელთა უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ,რადგან ზანგი მუსიკოსები ამ პერიოდში,ძირითადად ჯაზის დახვეწაზე მუშაობდნენ.
სწორედ ამ დროს გაჩნდა ყველასათის კარგად ცნობილი ტერმინი,შემსრულებლის "Image”-ი. როკ-ენ-როლის მომღერლებისაგან განსხვავებით პოპულარული მუსიკის მიმდევრები ყოველთვის სრულყოფილად იცმევდნენ, დიდ ყურადღებას თმის ვარცხნილობას და ქცევის მანერებს აქცევდნენ.
ევროპელი მომღერლები საკუთარი ქვეყნების მუსიკალური ხელოვნების ტრადიციებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, მაგრამ აღნიშნული პერიოდისათვის უკვე შეიმჩნევა ამერიკული პოპ-მუსიკის მძლავრი ზეგავლენა. ყველაზე მეტად ეს ტენდენცია შეიმჩნეოდა დიდ ბრიტანეთში.როკ-ენ-როლმა ინგლისში იმდენად დიდი აღიარება ჰპოვა, რომ იქმნებოდა როკ-ენ-როლის შემსრულებელი ჯგუფები, ასპარეზზე ცალკეული, ამერიკელების მიმბაძველი შემსრულებლებიც გამოდიოდნენ.
შემსრულებლები:Tom Jones, Engelbert Humperdink, Paul Anka, Andy Williams, Barbra Streisand, Jackson Five, Cliff Richard, "The Shadows”, Adriano Celentano, Mina Mazzini, Gianni Morandi...
ლევან ჯგერენაია









კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 1584 | დაამატა: allfile | ტეგები: Paul Anka, Jackson five, Cliff Richa, Barbra Streisand, Tom Jones, Monterey International Pop Festival, Engelbert Humperdink, Monterey, Andy Williams | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar