მთავარი » 2010 აპრილი 7 » თვალებში ტკივილად ჩაიშალე
11:31 AM თვალებში ტკივილად ჩაიშალე | |
თვალებში ტკივილად ჩაიშალე... ავდექი და ჩუმად წამოვედი ისე, როგორც არასდროს... გულისპირზე ღილი შეგიბნიე და წარბებს შორის გაჩენილ ნაოჭს ტუჩი შევახე მინდოდა გამეშალა... ხელები მორჩილად დაეშვა ძირს და მხრებმა იტვირთა სიმძიმე... ვიგრძენი როგორ დაპატარავდი. უკანმოუხედავად დავკეცე გზები რომელსაც არ ვიცი საით მივყავარ. გზის ყველა გადასახედში შენი აჩრდილია, უკან მომყვება და ცდილობს მზეს გაასწროს... უდაბნოს ცხელი ჰაერი მიწვავს ყელს და ოაზისს ვეძებ... გზა არ დაიალია არც ჩემი სევდა... იქნებ იმიტომ, რომ თვალებში ტკივილად ჩაიშალე მე კი ავდექი და ჩუმად წამოვედი. ნუ უპასუხებ ჩემს ზარს თვალები დახუჭე ყურმილს იქითა მხარეს ხომ მაინც დუმილია | |
|
სულ კომენტარები: 0 | |