0:57 AM უკაბელო ტექნოლოგია Giga-Fi | |
კორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ინფორმაციის გადაცემის ახალი, უკაბელო ტექნოლოგია Giga-Fi. ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია 2 წამში, სრულმეტრაჟიანი DVD ფილმის გადაწერა, ერთი აპარატიდან მეორეზე. გამოგონების მთავარმა ინჟინერმა ლი ბუ ენგმა პრეს-კომფერენციაზე აღნიშნა, რომ გამოგონების ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ იგი ინფორმაციას გადასცემს მხოლოდ 10 მეტრზე. Giga-Fi დაფუძნებულია ბლუთუზ ტექნოლოგიაზე, თუმცაღა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება სიჩქარით. ახალი ტექნოლოგია რამოდენიმე ნაბიჯით უსწრებს მის თანამედროვე გამოგონებებს ინოვაციური სისტემებით, რომლებიც საშუალებას აძლევენ Giga-Fi-ს 10 მპ-3 მელოდია გადასცეს 0,1 წამში, ხოლო 650 მბ-იანი ინფორმაცია 1,75 წუთში. ამ გომოგონებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კორეის ტელეკომუნიკაციისა და ელექტრონიკის უნივერსიტეტის მეცნიერებზეც. გამომგონებლები გეგმავენ ტექნოლოგიის განვითარებასა და ტექნიკური წუნის სრულ აღმოფხვრას. 2009 წლის ბოლოსთვის ბაზარზე გამოჩნდება Giga-Fi, რომელსაც ექნება ინფორმაციის გადაცემის დიდი რადიუსი და უსაფრთხოების გაუმჯობესებული სისტემა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ფასის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |