მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » ქართული სათავადაზნაურო თეატრი
10:46 PM
ქართული სათავადაზნაურო თეატრი

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი "დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.

ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი – მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა – წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა. ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თაეტრი და კოლონადა დაანგრიეს.

ლიტერატურა:
ვახტანგ ბერიძე, მოგონებები, თბილისი, 1987 წ.
გ. ბეჟანიშვილი, რუსთაველის პროსპექტი და მოედანი, 1967 წ.

ქართული სათავადაზნაურო თეატრი

ქართული თეატრის მშენებლობა

ქართული თეატრი

ქართული სათავადაზნაურო თეატრი

ქართული სათავადაზნაურო თეატრი

ქართული თეატრის ფოიე

ქართული სათავადაზნაურო თეატრი

ქართული თეატრის მაყურებელთა დარბაზი

ქართული თეატრის დასი 1892-1893 წწ.

ქართული თეატრის დასი 1892-1893 წწ.

ქართული თეატრის დასი 1898-1899 წწ.

ქართული თეატრის დასი 1901-1902 წწ.

ქართული თეატრის წარმოდგენათა აფიშა

ქართული თეატრის წარმოდგენათა აფიშა

ქართული თეატრის აფიშა

ქართული თეატრის აფიშა

ქართული თეატრის აფიშა

წყარო:

www.burusi.wordpress.com

www.teatri.ge









კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 2164 | დაამატა: allfile | ტეგები: ნიკო ავალიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, დრამატული კომიტეტი, ფიშა, გიორგი თუმანიშვილი, დავით ერისთავი, დასი, ილია ჭავჭავაძე, თეატრი, ქართული სათავადაზნაურო თ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar