10:18 PM ადამიანიბი და ფერები (+გამოკითხვა) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.
სანამ ადამიანს გაიცნობ ყოველთვის ცდილობ წინასწარ განჭვრიტო როგორი ხასიათის და ბუნების ადამიანია, სანდოა თუ არა და ა.შ. ზუსტად ამ დროს შეიძლება მისმა ჩაცმულობამ და ტანსაცმლის ფერებმა "გაყიდოს” და მასზე ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მოგაპოვებინოთ, თუმცა შეიძლება სულ სხვა ინფორმაციის მატარებელიც აღმოჩნდეს მისი სამოსი, აქ უკვე ის ცოდნაა საჭირო რომელიც მე ჯერ ბოლომდე და სრულად არ შემიძენია, ალბათ იმიტომ რომ მზგავსი რამის ცოდნას, ცხოვრებისეული გამოცდილება და ფსიქოლოგიის საფუძვლიანი სწავლა უნდა! როგორც უკვე ვთქვი ჩემი გამოცდილება და ცოდნა ამ საკითხთან მიმართებაში არც თუ ისე დიდია, ამიტომ მინდა რომ მოკლედ და ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე რასაც ფერების ფსიქოლოგია ჰქვია. საერთოდ როდესაც ვუყურებთ ადამიანის ჩაცმულობას პირველრიგში აღვიქვავთ ტანისამოსის ფერებს: ქუდის, მაისურის, ქურთუკის, შარვლის, კაბის და ა.შ. ძირთადად ფერები გვეუბნებიან ამ ადამიანებზე, მათ ხასიათებზე კარგს ან ცუდს. მოდით დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ფერების ეგრეწოდებულ ერთ-ერთ ტაბულას რომელიც ბევრ თქვენგანს ალბათ გამოადგება
არვიცი რამდენად დაგეხმარებათ ეს ტაბულა მაგრამ მე მაინც დავწერე:). მოდის სამყაროში ფერები ფსიქოლოგია ძალიან ხშირად გამოიყენება და ძირითადათ ამას ვხედავთ ამა თუ იმ დიზაინერის მიერ შეკერილ კოლექციებში, მართალია დღეს ყველა ისე იცვამს როგორ მოესურვება, თუმცა მაინც არსებობს ფერთა კომბინაციის უკვდავი წესები! საირთოდ ცნობილია რომ, რაც უფრო ღია, გამომწვევი ფერის ტანისამოსი გაცვია ადამიანს, მითუ უფრო დაბალია შენი სოციალური მაჩვენებელი, მეორესმხრივ შენს ტანსაცმელში რაც უფრო მეტი სერი ან შავი ფერი დომინირებს, მით უფრო მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნები. ასეთი ხალხი ძირითადათ არიან ბიზნესმენები, ინტელიგენტები და ა.შ. რომლებსაც უმეტესად აცვიათ კოსტუმები და უკეთიათ ჰალსტუხები. შავი და თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალური და პოპულარული ფერებია. ადრე თუ შავი ეცვათ ძირითადათ მგლოვიარეებს, დღეს უკვე შავი ფერი მოდის წამყვანი ფერია და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ყოვველდღიურ ჩაცმულობაში. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ თეთრი როგორც ტაბულაში წერია ასოცირედება უკარება ადამიანთან და ამიტომაა რომ ქორწილში პატარძალს სიმბოლურად თეთრი ფერის კაბა უნდა ეცვას (ძირითადათ საქართველოში ) რაც ხაზს უსვამს გოგოს "ქალიშვილობას” რაც შეეხება ყვითელ ფერს ის იშვიათა გვხვდება ტანსაცმელში რადგან ყვითელი ძალიან გამაღიზიანებელი ფერია და ამიტომაც ძირითადათ მას მხოლოდ დეტალებში თუ გაურევენ ხოლმე. აგრეთვე იშვიათია წითელი ფერიც, თუმცა განსხვავებით ყვითელისგან ის უფრო გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გინდათ რომ ხაზი გაუსვათ თქვენს სილამაზეს ან მიიქციოთ ყურადღება ოღონდ დადებითათ, მაგრამ წითელი ხშირია ისევ და ისევ დეტალებში (ჩანთა, ჰალსტუხი, ყელსაბამი, ქუდი, შარფი და ა.შ.). რაც შეეხება მწვანეს და ცისფერს ჩვეული ფერებია და ხშირად შეხვდებით, თუმცა არა თეთრზე და შავზე ხშირად მართლა ძალიან საინტერესოა რომ ზოგადად ძალაინ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს რომლებსაც აცვიათ ვარდისფერი სტაფილოსფერიი, სალათისფერ და ღაჟღაჟა წითელი ფერის ტანსაცმელი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ჩაიცვამენ ხოლმე მზგავსი ფერების ტანისამოსს, რომ დააფიქსირონ მათი განსხვავებულობა და იყვნენ გამორჩეულები. აი ამ უბრალო და მარტივი ფსიქოლოგიით ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მეხმარება ეს ფერთა ფსიქოლოგი და ვცდილობ უფრო ღრმად გავეცნო აქედან გამომდინარე მომიტევეთ თუ რამე ვერ ან არ დავწერე. პ.ს. აგრეთვე გთავაზობთ გამოკითხვას "რომელი ფერი გიყვარს” და ვეცადე ყველა "ფერი” ჩამეტია, ხოდა თუ რომელიმე არარის მომიტევეთ : ) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სულ კომენტარები: 0 | |