მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » გურულები ამერიკაში
11:44 AM
გურულები ამერიკაში


ამერიკელები მათ ისტორიას ამერიკული შოუ-ბიზნესის დასაწყისად თვლიან და რაოდენ საამაყოა, რომ მის სათავეებთან სწორედ გურულები დგანან. შოუს რომელშიც გურულები მონაწილეობდნენ ,,უაილდ უესტ შოუ” - ველური დასავლეთის შოუ ერქვა, მისი დამაარსებელი იყო ბაფალო ბილი (ნამდვილი სახელი და გვარია-ფრედერიქ ქოუდი 1846-1917 წწ).
1892 წლის 25 ივნისს ,,უაილ უესთ შოუს” წარმოდგენა გაიმართა ინგლისში, უინძორში დედოფალ ვიქტორიას წინაშე, ვიქტორია მოიხიბლა გურულების ვაჟკაცობით, უინძორების სასახლეში მოიწვია ისინი და სიგელი გადასცა მათ. ამერიკის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა კი ოქროს უზარმაზარი ბეჭედი აჩუქა ერთ-ერთ მათგანს - გიორგი ჩხაიძეს.

gogoxia_01

 


გთავაზობთ ნაწყვეტს უცნობი გურული მოჯირითის დღიურიდან , რომელიც რამდენიმე წლის წინათ აშშ-ში მცხოვრებმა სალომე მახარაძემ შემთხვევით მოიძია:

”ფოსტოფისში ჩვენებურად ფოჩტაში ვმუშაობდი. შესაფერისი სამუშავო არ იყო მარა რაცხაფერაი უნდა მეშონა პურის ფული. ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი იანკები შოვს რომ უძახიან კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლად. ვეებერთელა ვაკე არდგილი იყო ირგვლივ ხალხი იჯდა ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული იმხელა იყო კაცი კაცს ხმას ვერ მიაწდენდა. ჯირითობდნენ სალდათები გერმანელები ფრანცუზები. სიდან არ იყვნენ ჩამოსულები. ბოლოს კი გამოაცხადენ კაზაკებიო. ერთი კი გევიპიკრე რუსეთიდან თუ ჩამევიდნენ მეთქი. გამევიდა რამდენიმე მხედარი იქნებოდა 10-12 კაძახი, დაარტყენ წრე და უცფათ დეიწყეს ქართული სიმღერა. გევილურსე ყურებს არ დოუჯერე სიხარულისაგან ისთე წამოვხტი რომე ცემს აფხანაკებს შეეშინდა რა ეტაკა ამ აბდალასო. აგენი ჩემებურები არიან მეთქი! შოვი რომ დამთავრდა მივედი მათთან გურულები ხართ მეთქი შევეკითხე გურულები ვართო! ისთე გოუხარდათ ენით ვერ ავწერ. ატყდა ერთი ამბავი ერ ქე ვიცნობდი კალანდარიშვილი იყო.”









კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1857 | დაამატა: allfile | ტეგები: ამერიკაში, გურულები, გურულები ამერიკაში, კალანდარიშვილი, გერმანელები, გიორგი ჩხაიძე, ამერიკელები, lanchkhuti.ge.ge, lanchkhuti.ge., სალომე მახარაძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar